ვიეტნამის ეპოქა გარდა, მისი საინტერესო ისტორიისა, კონფლიქტისა და კულტურისა, თავისთავად ადამიანებითაც საინტერესო იყო. როდესაც სიღრმისეულად დავინტერესდი ზემოთ ჩამოთვლილების შესწავლით, ბოლოს რა თქმა უნდა ამ უკანასკნელსაც მივადექი. ადამიანებს, რომლებმაც ყოველივე ეს შექმნეს. ვნახულობდი მათ, საბრძოლო თუ ჩვეულებრივ სურათებზე და ყოველთვის ვინტერესდებოდი მათი ისტორიითაც. წლები ვანდომებდი მათ პოვნას სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე და ა.შ. ერთ დღესაც, სულ შემთხვევით ჩემი აწ უკვე მეგობარი BlackJack (კონფლიქტის დროინდელი კოდური სახელი) შემომხვდა. მასთან დაახლოება/დამატებამ, გამიხსნა გზები სხვა მისნაირ ღირსეულ ადამიანებისკენ. და შესაბამისად ამდენ წლიან შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. გარდა იმისა, ჩემი დამატებისა, როდესაც გაიგეს, რომ დაინტერესებული ვიყავი ნამის კონფლიქტით და კონკრეტულად MACV-SOG -ით, მათთან დაახლოების შანსიც საგრძნობლად გაიზარდა. თანაც, მათთვისაც სასიხარულო იყო, ადამიანი საიდანღაც-რომელიღაც პატარა ქვეყნიდან ინტერესდება მათი წარსული საქმიანობითა თუ ისტორიით. და რაც მთავარია საძმოთი. (Brotherhood) შესაბამისად, მიმიღეს ძალიან თბილად და როდესაც, პირველი პოსტი SOG-ის შესახებ, დაარსების დღეს გავუზიარე საკმაოდ გაუხარდათ. ამან კი, კიდევ ერთი ადამიანი გამაცნო, რომელიც Frenchy-ს სახელითაა ცნობილი.
Frenchy-ც ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ნამის ვეტერანია. იგი საზღვაო ქვეითთა კორპუსში და ფლოტში ირიცხებოდა, სნაიპერის პოზიციაზე. იმ დროს სნაიპერებისადმი გავრცელებული იყო ზედმეტსახელები, რასაც არც იგი არ ჩამორჩენილა და "დემონის" სახელით იცნობდა მთელი ვიეტ კონგი და ჩრდილო ვიეტნამის სახალხო არმია.
რეალურად, როგორც მივაკვლიე, მისი სამხედრო კარიერა იწყება არათუ მისი "სურვილით", არამედ ტრადიციით. პირველი ნაბიჯები იწყება მისი დიდი ბიძით, რომელიც პრეზიდენტ რუზველტის ინაუგურაციის აღლუმში იღებდა მონაწილეობას , სადაც რუზველტმა მშვიდობის მედალი მიანიჭა, ხოლო მე-2 მსოფლიო ომის დროს, მისი სხვა ნათესავები იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო 1956-1960 წლამდე მისი ძმა არმიაში. შესაბამისად, არც იგი არ ჩამორჩენია გზას და 1968 წლის 17 აპრილს საზღვაო ქვეითთა კორპუსში ჩაეწერა.
იგი საზღვაო ქვეითთა კორპუსის მზვერავი იყო, რომელიც პირველ სადაზვერვო ბატალიონში ირიცხებოდა. ვიეტნამში გაგზავნის შემდეგ კი Combine Action Platoon-ში მსახურობდა, რომელსაც ბინ კუ ჰამლეტის დაცვა ევალებოდა კომუნისტების ინფილტრაციისაგან. სახელი Frenchy-ც იქ მოიპოვა. ბრძოლამ დაახლოებით 4 საათი გასტანა სადაც მან და მისმა თანამებრძოლებმა ჩრდილო ვიეტნამის 25-30 კაციანი ოცეული გაანადგურა, სადაც დაიჭრა. ბაზაზე დაბრუნების შემდეგ, მოხალისედ უკან გაბრუნდა. ევაკუაციისას კი, თავის თავზე აიღო მტრის ცეცხლი, რათა შვეულმფრენებსა განშიპებს შეტევისთვის დახმარებოდა, რამაც მოწინააღმდეგეს უკან დაახევინა. ბოლოს კი, ევაკუაციაზე უარს ამბობდა, ფრონტზე მებრძოლების ნაკლებობის გამო. გარდა ბრძოლებისა, იგი ასევე კონფლიქტით დაზარალებულ სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობას ეხმარებოდა; მიტოვებულ თუ ობოლ ბავშვებს და 2 მათგანს შტატებში გადაცხოვრებაში დაეხმარა.
1970 წლის 8 იანვარს იგი აქტიური რიგებიდან განთავისუფლდა და ფლოტის რეზერვში გადამისამართდა, სადაც 1974 წლის 16 აპრილამდე ირიცხებოდა. კონფლიქტიდან დაბრუნებისა და რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ, იგი სამხედრო კაპელანი გახდა, ეხმარებოდა სხვა სამხედროებს, სათავეში ჩაუდგა მეწამული გულის მემორიალის შექმნას ბუფალოს რაიონში. ხოლო, რასელ სალვატორთან ერთად იგივე სახელის მქონე მენუმენტი შექმნა პატრიოტთა და გმირთა პარკში, ლანკასტერში. ტრადიცია რა თქმა უნდა მისმა შვილებმა გააგრძელეს და 3 მათგანმა შტატების შეირაღებულ ძალებში იმსახურა.
2018 წლის 17 ოქტომბერს კონგრესმენმა ბრაიან ჰიგინსმა, 1969 წლის 6 სექტემბერს ჩადენილი გმირობის გამო ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვა.
"1969 წლის 6 სექტემბერს, III საზღვაო ქვეითთა ამფიბიური 2-7-5 სამოქალაქო აქტივობის ოცეულის (Civic Action Platoon) 5 კაციანმა მოხალისე პატრულმა, სადაც იგი ირიცხებოდა და ევალებოდა ბინ კუ ჰამლეტის დაცვა, მოხდა ჩასაფრება სადაც რიცხობრივად უპირატესმა მტრის ძალამ დაიწყო რაკეტების, ნაღმტყორცნებისა და შაშხანების ბლოკადა, უმცროსმა ოფიცერმა Frenchy-მ უმალვე დაიწყო დაზღვევა და ცეცხლის საკუთარ თავზე აღება. კრიტიკულად დაჭრილი საზღვაო ქვეითის შემჩნევის შემდეგ რომელიც ცეცხლის არეალში გარბის, ტოვებს მის დამცავ საფარს, ძირს აგდებს აღნიშნულ ქვეითს და იჭრება თვითონ, სადაც ცდილობს გაარიდოს აღნიშნული ქვეითი ცეცხლის არეს. შემდგომ იგი ცდილობს შეაჩეროს მტრის მეორე შემოტევა ტყვიამფრქვევის შვეულმფრენებსა და განშიპებზე სროლით. აღნიშნულმა ქმედებები (ბინ კუ ჰამლეტის დაცვა და საზღვაო ქვეითის გადარჩენა), ასე და ამგვარად სრულყოფს მის უდიდეს რწმენას და მხარში უდგება საზღვაო ფლოტის უმაღლეს ტრადიციებს" - ბინ კუ ჰამლეტის ბრძოლის ანგარიშიდან.
კაპრალი ჯონსონი და Frenchy - ჰამლეტი. ვიეტნამი.
ჩემდა სამწუხაროდ, მასთან კარგი საუბარი ვერ მოვასწარი. დავლაპარაკებულიყავი მის ისტორიებზე, ან უბრალოდ ზოგად რაღაცეებზე. ნუ მე, რა თქმა უნდა წარმოდგენა მქონდა, რომ იგი ელიტური ქვედანაყოფის წევრი იყო, საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილებითა და ისტორიით, თუმცა პირდაპირი საუბრებს არაფერი შეედრება. შესაბამისად, მეგობრებიდან თუ ინტერნეტიდან მომიწია მისი სიღრმისეული გაცნობა. როდესაც მასზედ ინფორმაციებს ვეცნობოდი და ვიცოდი თუ როგორი ადამიანი იყო, ეჭვიც არ შემპარვია მისი ისტორიის სისქესა და სიდიადეში. 3 ტური, SOG-ის ერთ-ერთი პირველი მებრძოლი, 2 ვერცხლის ვარსკვლავის, 4 ბრინჯაოსი საბრძოლო ღირსებით, 5 მეწამული გულის და ა.შ. საერთო ჯამში 67 მედალის მფლობელი.
ჩემი გაცნობის პერიოდში სამწუხაროდ იგი ძლიერ ავადმყოფობდა, 1) საბრძოლო ჭრილობის გამო, რომელიც მისი მეგობრის დახმარებისას მიიღო და 2) ფორთოხლისფერი აგენტის (Agent Orange) ზემოქმედებისგან. რეალურად არ ვიცოდი მისი მდგომარეობის შესახებ და ვფიქრობდი, რომ მეტი დრო ექნებოდა აქ დარჩენისთვის.. თუმცა ამაოდ. საბოლოოდ როგორც გავიგე პარკინსონის დაავადება ჰქონია.
Yankee და Frenchy - სადღაც ვიეტნამში. 1968-69 წელი.
ერთხელად, ჩვეულებრივად სოციალურ ქსელში გართული, უცბად Mustang-ის ფოტო მხვდება და აღნიშნული ადამიანი. რა თქმა უნდა გამიხარდა, მისი და Stang-ის ერთად ხილვა, თუმცა შინაარსის წაკითხვის შემდეგ, ყოველივე ეს ემოცია გაქრა. როგორც სურათის აღწერაში გავიგე, დაახლოებით 3 საათის წინ გარდაცვლილიყო - 26 მარტს. და მეც გადავწყვიტე, ასეთი ადამიანი გამეცნო სხვებისთვის.
"I'm really a very nice person,, To those who respect me!" - დღეს მას 80 წელი შეუსრულდებოდა.