Monday, January 30, 2017

სიზუსტე მისი მეორე სახელი იყო - კარლოს ჰეჩკოკი


დღეს მოგიყვებით ლეგენდარულ სნაიპერსა და განერ სერჟანტზე კარლოს ჰეჩკოკზე - ჭეშმარიტ ვიეტნამის კონფლიქტის გმირზე და უდაოდ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ლეგენდაზე, თავისივე საგმირო საქმეების გამო სამხრეთ აზიაში.

ოფიციალურად დადასტურებული 93 მკვლელობით და ასევე შეფასებული გვამების დათვლით 300-400 შორის, მას დაშინებული ყავდა ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია და ვიეტ კონგი.

დაიბადა 1942 წლის 20 მაისს ლითლ როკში, არკანზასის შტატში. მშობლების გაშორების შემდეგ ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად სადაც ოჯახის გამოკვების მიზნით ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ნადირობა. ასეთი დამოკიდებულება კი ნათესავებთან სტუმრობისას ჩამოუყალიბდა მისისიპიში. როგორც იხსენებენ, წაიყვანდა ხოლმე ძაღლს ტყეში და წარმოსახვით ვითომ იაპონელებზე ნადირობდა მამამისის მაუზერით რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან წამოიღო. რატომ იაპონელები? ალბათ გაგიჩნდათ კითხვა. იმიტომ რომ იგი ოცნებოდა საზღვაო ქვეითთა კორპუსში მოხვედრაზე. ისინი კი იაპონელებთან ბრძოლით იყვნენ დაკავებებული იმ დროს. ნადირობდა ასევე .22 კალიბრის მქონე J.C Higgins-ით. ხოლო ვიეტნამში მსახურის დროს იყენებდა Winchester model 70 სნაიპერულ შაშხანას.

1959 წლის 20 მაისს, დაბადების დღესვე 17 წლის ასაკში ჩაეწერა საზღვაო ქვეითთა კორპუსში (1 დივიზია) და დაქორწინდა ჯო ვინსტედზე კორპუსის დაბადების დღეზე, 1962 წელს 10 ნოემბერს.

ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის გმირმა ალვინ იორკმა, კარლოსმაც თავადვე ისწავლა სროლა პატარაობისას. ადრეული ასაკიდანვე გაცნობილი იყო სამხედრო მენტალიტეტს და ყოველივე ამან განაპირობა მისი ოცნება მოხვედრილიყო სამხედრო საქმიანობაში და როგორც მაღლა ავღნიშნე, როდესაც 17 წელი შეუსრულდა საზღვაო ქვეითთა კორპუსში ჩაეწერა. ხოლო როდესაც 23-ის იყო, "Wimbledon Cup-ის" პრესტიჟული ჩემპიონატიც კი მოიგო "Camp Perry-ში" 1965 წელს.


საწყის ეტაპზე განაწილდა ვიეტნამში როგორც სამხედრო პოლიცია მაგრამ მალევე კაპიტანმა ედვარდ ჯეიმსმა უბიძგა საზღვაო ქვეითებს აეყვანათ ყოველ ოცეულში რეკრუტები, რომლებსაც ქონდათ უმაღლესი შედეგი ზუსტსროლაში - კარლო ზუსტად ამის მაგალითი გახლდათ.

ვიეტნამის კონფლიქტის დროს, მკვლელობა უნდა დადასტურებულიყო მესამე პირის მიერ რომელიც ოფიცერი უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე სნაიპერის მეწყვილეს არ შეეძლო ამ მესამე პირის მოვალეობის შესრულება. ყოველივე ამან განაპირობა ისე, რომ სნაიპერებს იმაზე დაბალი დადასტურებული მკვლელობა ქონდათ ვიდრე რეალურად ყავდათ მოკლული.

კარლოსი შესანიშნავად იყენებდა მისი მეტოქეების სისუსტეს, ეს ასე ვთქვათ თანდაყოლილი ნიჭი იყო. ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, რომ იგი იწყებდა შეტევას ადრე და შემდგომ დღის ბოლოს.

"დილაობით, კარგი საღამოს მერე გამოდიან, იცინიან, ეწევიან, ერთობიან" ზუსტად ეს დრო იყო მისი რჩეული შესატევად. "როდესაც ღამით ბრუნდებოდნენ უკან, დაღლილნი, ყურადღებას აღარ აქცევდნენ დეტალებს" - იხსენებს იგი.

როგორც იხსენებდა, მისი საუკეთესო მომენტი იყო როდესაც გააგზავნეს ჩრდილოეთ ვიეტნამელი გენერლის მოსაკლავად. მისთვის ეს ისეთი საოცარი იყო, რომ 4 დღე და 3 ღამე ძილისა და საკვების გარეშე ედევნებოდა მის ხალხს. უფრო ზუსტად, 3 დღე დაჭირდა 2 კილომეტრის გასახოხად ველზე.

დიდი წვალების შემდეგ როდესაც მიაღწია კარგ პოზიციას 700 იარდის (640 მეტრი) სიშორედან აუღელვებლად გაანეიტრალა გენერალი. იგი იმდენად სიღრმისეულად იყო მათთან რომ უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის 3 დღე დასჭირდა რათა მათ არ შეემჩნიათ.

როგორც ლენდი აღწერს: "კარლოსი გარემოს ნაწილი გახდა". "იგი სრულიად შეერწყა გარემოს. გააჩნდა მოთმინება, მიზანი და გაბედულობა საქმის გასაკეთებლად. თავს ძლიერად გრძნობდა როდესაც საზღვაო ქვეითთა სიცოცხლეს იცავდა".


თავის ცნობილ მკვლელობებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული (როგორც თვითონ ამბობს) ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის ოცეულის ლიდერის ცნობილი როგორც აპაჩის განეიტრალება იყო. რომელსაც უყვარდა ამერიკელი სამხედროების წამება და აქედან გამომდინარეა კარლოსისგან ასეთი განსაკუთრებული "დამოკიდებულებაც" მისდამი.

ერთ დღესაც აპაჩიმ დაიჭირა ერთ-ერთი რიგითი და სადისტურად აწამა თანაც ისე, რომ კარლოსის პირად შემადგენლობას ესმოდა. ქუთუთოები მოაჭრა სანამ ხელის ფრჩხილებს ამოუღებდა და კასტაციას ჩაუტარებდა. ხოლო ამის შემდეგ გაუშვა.

ყოველივე ამან, კარლოს გადააწყვეტინა წაეყვანა მეწყვილე და დადევნებოდა აპაჩსა და მის ოცეულს. როდესაც ქალმა (აპაჩი ქალი იყო) სვლა შეანელა და მოსაშარდად ჩაიცუცქა კარლოსმაც არ დააყოვნა და გამოიყენა მისი შანსი. ასევე მეორედაც კი ესროლა დარწმუნებისთვის.

მისი ოსტატობისა და დადგენილი გვამების რაოდენობით, ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ 30.000 დოლარი დააწესა ჯილდოდ მისი მოკვლისთვის, როდესაც ჩვეულებრივ 2.000 დოლარი იყო ხოლმე სნაიპერებზე.

როდესაც ვერაფერი მოუხერხეს, ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ გაგზავნა თავისი საუკეთესო კაცი, ცნობილი როგორც კობრა. რომელზეც კარლოსი ამბობს: "ძალიან ეშმაკი და ჭკვიანი იყოო" "თითქმის ისევე ახლოს იყო როგორც მე... მაგრამ საბოლოოდ არავინ იყო ასეთი კარგი".


კარლოსი და კობრა ერთმანეთთან გარშემორტყმულნი იყვნენ - კობრამ გასროლა მოასწრო, რომელიც პარტნიორის მათარას მოხვდა, სწორედ ამის შემდეგ მას აღარ უხილავს მზე.

კობრას ოპტიკის მზის სხივი მოხვდა ლინზას უეცრად, კარლოსმა დაინახა და ისროლა. ტყვია პირდაპირ ოპტიკაში შევიდა და კობრას თვალში მოხვდა.

საერთო ჯამში, ყოველივე ეს შესაძლებელი იქნებოდა თუკი კობრა ანულებდა კარლოსზე და გაისროლა პირველმა.

კარლოსის ვიეტნამში მოღვაწეობა 1969 წლის 16 სექტემბერს დასრულდა, როდესაც მისი ჯავშანმანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღზე აფეთქდა. შვიდი საზღვაო ქვეითის გადარჩენის შემდეგ კარლოსმა სხეულის 40%იანი დამწვრობა მიიღო (ზოგ ადგილას 3 ხარისხის), რამაც მისი კარიერა როგორც სნაიპერის დაასრულდა. მაგრამ ყოველივე ამას არ შეუჩერებია იგი, რომ ახალი თაობის სნაიპერები მოემზადებინა საზღვაო ქვეითთა სნაიპერის სკოლაში კუანტიკოში. ჯამრთელობის გაუარესებისა და კონკრეტულად სკლეროზის გამო, იგი თადარიგში გადავიდა და გააგრძელა პოლიციისა და სამხედრო დანაყოფების წვრთნა.

ამ საგმირო საქმების შედეგად, Springfield Armory-ის სნაიპერულ შაშხანას M25 (M21-ის მოდერნიზაცია) დაერქვა მისი ზედმეტსახელი "თეთრი ბუმბული" რომელიც ყოველთვის ქუდში ქონდა ხოლმე.


ასევე მას ეკუთვნის 1967 წელს შესრულებული ყველაზე ზუსტი შორმსროლი სნაიპერული გასროლა M2 ტიპის ტყვიამფრქვევიდან 2.500 იარდზე (2286 მეტრი). (რატომ სნაიპერული არ ვიცი მაგრამ ყოველშემთხვევაში ასე აწერენ მას)


მიღებული აქვს ვერცხლის ვარსკვლავი, საზღვაო ფლოტის ქების მედალი, მეწამული გული, შესრულების მედალი, კარგი ყოფაქცევის მედალი, ეროვნული დაცვის მედალი, ვიეტნამის სამსახურეობრივი მედალი, თავდადების ჯვარი და ვიეტნამის ომის მედალი.

აქვს დანაწერი წიგნი " White Feather: Carlos Hathcock, USMC Scout Sniper"
ასევე ჩარლზ ჰენდერსონმა მიუძღვნა წიგნი "Marine Sniper: 93 Confirmed Kills".


გარდაიცვალა 1999 წლის 22 თებერვალს ვირჯინია ბიჩში სკლეროზის მიზეზით.


და ბოლოს, იგი იყო საუკეთესო სნაიპერი რომელიც ვიეტნამს ოდესმე ჰყოლია.