ელისის სისტემა შეიქმნა 1973 წლის 17 იანვარს USGI-ის (United States Government Issue) მიერ. ყველაფერს რასაც USGI უშვებს სახელმწიფო დაკვეთითაა მოკლედ რომ ვთქვათ. მიზანი კი მოძველებული LCE და MLCE სისტემის ჩანაცვლება იყო. მიეკუთვნება "სანაგვე ყუთის" სტილს (ანუ ერთი დიდი ჩასალაგებელი ადგილი ცენტრში) და გააჩნია სამი გარეგანი ჯიბე. ასევე გარე რკინისებური კლასიფიკაციისაა და იყოფა ორ ნაწილად: ჩანთა და LBE.
ჩანთა - არსებობს მისი სამი ვერსია: მინი, საშუალო და დიდი.
მინი: მისი წარმოება არც ისე დიდი იყო, შეიქმნა 1-2, ისიც დასატესტად და მალევე შეწყვიტეს, მაგრამ დღეს ჩინური პატენტები ცოტა სახეცვლილებით შეგიძლიათ Amazon-ზე და Ebay-ზე ნახოთ. როგორც ვახსენე, დიდი რაოდენობით არ გამოუშვიათ, აქედან გამომდინარე მასზე ძალიან მწირე ინფორმაციაა, ერთადერთი რაცაა ცნობილი ამ ჩანთებს არათუ USGI არამედ სხვა კომპანია ქმნიდა.
საშუალო: საშუალო ელისი შექმნილია სამხედრო წყალგაუმტარი 420 დენიერ ნეილონით (რომელიც ვირივით გამძლეა) 39 ლიტრი ტევადობით (34 მთავარ ცენტრში და 5 გარე ჯიბეებში) + მაღლა გაჩნია ფხრიწიანი ჯიბე სადაც სხვადსხვა რამის შენახვა შეიძლება (რაც უნდა გადმოაფარო რომ დაიკეტოს ამას ვგულისხმობ) და შიგნით სარაციო ჯიბე(საკმაოდ დიდი ადგილია). წონა 1.2 კილოგრამი და შეუძლია მაქსიმუმ 22-23 კილოს ტარება. განსაზღვრული წონის გადაცილების შემთხვევაში შესაძლოა ჩანთა დაზიანდეს, ხოლო ჩარჩომ შესაძლოა 32+ კილოც წაიღოს. ასევე მისი ტარება შესაძლებელია ჩარჩოს გარეშე მაგრამ დაახლოებით 10 კილომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიწელება და გაგაწვალებთ.
ესეც USGI-ის საშუალო Olive Green ელისი.
ახლა რაც შეეხება დიდს: როგორც საშუალო ისიც წყალგაუმტარი 420 დენიერ ნეილონითაა შექმნილი 62 ლიტრი ტევადობით (57 მთავარ ცენტრში და 5 გარე ჯიბეებში დაახლოებით) + ისევე როგორც საშუალოს, მასაც ფხრიწიანი გარე და შიგნითა სარაციო ჯიბე გააჩნია. წონა 1,3 კილო, ხოლო მაქსიმუმ 32. მისი ტარება ჩარჩოს გარეშე არ შეიძლება მაგრამ მინახია დაქონდათ და ვაი-ვუით დადიოდნენ... ასევე ერთ-ერთი გამოყენებადი ჩანთაა სამთო საქმეში (ამერიკელები იყენებენ ხშირად).
ასეთია ჩანთების აღწერა, მაგრამ მათ კიდე ერთი განმასხვავებელი კომპონენტები აქვს, ანუ არსებობს LC-1 და LC-2 ვერსიები.
LC-1 სამხრეები და ე.წ Kidney pad (დაბლა რაც მაგრდება)
ახლა კი LC-2 სამხრე და Kidney
ჩარჩო LC-2 -ს განეკუთვნება და ალუმინისგან შედგება.
განსხვავებას შეამჩნევდით, პლიუს LC-2 სამხრეებს სწრაფი მოხსნის რეჟიმი გააჩნია (შავი "წერტილები" რომ აქვს ეგ უნდა აიხსნას)
ასევე LC-2 მეორე ვერსიის სამხრეები (პირველზე რბილია და უფრო კარგი)
სხვა ისეთი არაფერია ჩანთების LC განსხვავებები.
ახლა გადავიდეთ მეორე სისტემაზე, ე.წ Webbing-ზე
არსებობს H და Y სტილის სისტემები. H სისტემა LC-1 -ს განეკუთვნება Y LC-2 -ს.
H ტიპის
და Y ტიპის
მოკლედ განსხვავება რაშია, H ტიპის უფრო კარგად არეგულირებს წონას და უფრო ბალანსირებულია ვიდრე Y ტიპის, ასევე შეიძლება დამაგრდეს პატარა ჩანთა ე.წ Buttpack მაგრამ ჯავშანზე ან რომელიმე ჟილეტზე Y ტიპის უფრო თავსებადია, რადგან H "იბლანდება". Y ტიპზე Butt pack-ის დაყენება მიზანშეწონილი არაა, რადგან მისი შექმნის დროს არ იყო გათვალისწინებული.
ასევე აქვს ფოუჩები.
Small arms pouch სადაც ეტევა M16/4- ის 3 მჭიდი.
SAW (Squad Automatic weapon) ტყვიამფრქვევის 200 ვაზნიანი ფოუჩი
9 მილიმეტრიანი მჭიდის ფოუჩი
პომპას ფოუჩი
IFAK ინდივიდუალური პირველადი დახმარების ფოუჩი
კომპასის ფოუჩი
მათარის ფოუჩი
ნიჩბის ჩასადები ფოუჩი
Butt pack
ხოლო ეს ყველაფერი მაგრდებოდა ქამარზე მსგავსი რკინის სამაგრებით
ასევე აქვს ე.წ "თარო", რომელზეც მაგრდება სხვადასხვა ნივთი და ღვედები, რომლებიც ამ ნივთს აფიქსირებს.