იარაღის ხსენებისას ყველას სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აგონდება, ცეცხლსასროლის გარდა კიდევ არის ის სხვა იარაღები, რომლებიც არანაკლებ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებენ. შესაბამისად, ამჯერად ლაპარაკი იქნება პნევმატურ იარაღებზე.

სურათზე: ზამბარ-დგუშიანი Sig Sauer ASP20.

სურათზე: ზამბარ-დგუშიანი Sig Sauer ASP20.
მსოფლიოში არსებული კალიბრებიდან (3მმ-დან 12.7მმ-მდე და ზემოთ) პნევმატიკაში გამოიყენება სამი კალიბრი: 4.5მმ, 5მმ, 5.5მმ. პირველ პნევმატიკურ იარაღამდე აბორიგენები იყენებდნენ ბამბუკის და სხვა ბუნებრივი მასალისგან გაკეთებულ მილებს, რომელშიც დებდნენ სატყორცნ მასალას (შხამიან ან/და წვეტიანი ქვებს, ისრებს და ა.შ.) და ჩაბერვის პრინციპით შემქნილ დიდი ჰაერის წნევით რომელიც წარმოიქმნებოდა წვრილ მილში, ისროდნენ ამ ე.წ "ტყვიას". რითაც, მოიპოვებდნენ საკვებს და თავიანთ უსაფრთხოებას. სწორედ ამ პრინციპმა შთააგონა იაპონელ მეიარაღე კუნიტომო იკანსაის შეექმნა პირველი ანუ თანამედროვე "ჰაერის იარაღი" 1830 წელს. ხოლო მასზე ცნობები გვეუნება რომ იარაღი 1820-1830 წლებში მზადდებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ პნევმატური იარაღი გაცილებით ეფექტური იყო ომში. მას არ ქონდა ხმა, არ ჭირდებოდა დენთის ტენვა, არ ტოვებდა ბოლს და არ გათქვამდა მსროლელის პოზიციას, სწორედ ამის გამო, საფრანგეთს და ავსტრიას ყავდა სნაიპერთა დაჯგუფება რომელიც იყენებდა პნევმატურ შაშხანებს XVII საუკუნის მეორე ნახევარში. პნევმატური შაშხანა ცნობილ ლიუისის და კლარკის ექსპედიციაშიც ქონდათ, რომელიც ჩატარდა თანამედროვე ა.შ.შ.-ს ტერიტორიის ჩრდილო დასავლეთის გამოსაკვლევად. ამ კონკრეტულ მოდელს Girandoni ერქვა.
პნევმატური შაშხანა Girandoni.
დრო და დრო ამ ინსტრუმენტმა, რომელიც ჩვენში დღეს ბევრ მოგონებას და ემოციას იწვევს, მოიხვეჭა პოპულარობა და გახდა აუცილებელი ინსტრუმენტი რომელიც ჭირდებოდათ რეკრეაციისთვის, მცირე მღრღნელებისა და ფრინველების "კონტროლისთვის" (ინგლისურად Pest Control, რომელიც ნიშნავს მათ ხოცვას მცირე მასშტაბით რათა შემცირდეს პოპულაცია) შესაბამისად, ფირმამ სახელად W.F. Markham Co-მ 1888 წელს დააპატენტა პირველი პნევმატური იარაღი Challenger-ი, რომელიც 73 ცენტად იყიდებოდა. 1928 წელს კი ეს ბიზნესი შეისყიდა ფირმამ Daisy-მ, რომლის ნაწარმი დღესაც გვხვდება თანამედროვე ბაზარზე.

პნევმატური შაშხანა Challenger-ი.
მიზეზი, თუ რატომ დაკარგა პოპულარობა მილიტარისტულ სივრცეში ამ ტიპის იარაღმა იყო ის, რომ მისი პროდუქცია ძვირი ჯდებოდა. ხოლო მისი ექსპლუატაცია მოითხოვდა ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს ომის დროს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მაშინდელი პნევმატური იარაღის აგებულებიდან და მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე. იგი მოითხოვდა საკმაოდ დიდ ძალას გადასატენად. თანამედროვე ბაზარზე გვხვდება რამოდენიმე ტიპის პნევმატური იარაღი (ზამბარ-დგუშიანი, PCP - ანუ რეზერვუარით, CO2 გაზზე მომუშავე, ნიტრო-დგუშიანი და სხვა) რომლებიც ქვემოთ იქნება განხილული.
21-ე საუკუნეში ამ იარაღებმა საკმაოდ დიდ სიმაღლეებს მიაღწია, ბევრი კოლექციონერი, მონადირე ან უბრალოდ იარაღის მოყვარული თავის ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად ინახავს იმ პნევმატურ იარაღს რომლითაც მან პირველად გამოკრა სასხლეტს თითი და ნაბიჯი გადადგა იმ სფეროსკენ რომელზეც ახლა ჩვენ ვორიენტირდებით. მიღწეულ სიმაღლეებში კი იგულისხმება პოპულარობა სხვადახვა მიზეზის გამო, მაგალითად 2015 წელს ფირმა Benjamin-მა გამოუშვა .357 კალიბრის PCP სისტემაზე მომუშავე იარაღი, (სურათი მოცემულია დაბლა) რომელსაც შეუძლია შეაღწიოს ბიზონის კანში და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს. სწორედ ასეთი მაგალითების გამო გახდა პნევმატური იარაღი პოპულარული თანამედროვე სამყაროში. არაერთი ვიდეომასალაა სადაც პნევმატური იარაღებით კლავენ კურდღლებს, ციყვებს, სხვადასხვა ფრინველსა და ტახსაც კი. ამიტომ, ზოგი მონადირე ამჯობინებს ცოტა ხმაურის გარეშე მიიღოს სიამოვნება.

მოდიფიკაციები
რაც შეეხება პნევმატური იარაღების სახეობებს, რომლებიც გვაქვს საქართველოს სამოქალაქო ბაზარზე, ესენია:
• ზდპ - ზამბარ-დგუშიანი. (ინგ: Spring - ზამბარა)
• ე.წ. Gas Ram
რაც შეეხება პნევმატური იარაღების სახეობებს, რომლებიც გვაქვს საქართველოს სამოქალაქო ბაზარზე, ესენია:
• ზდპ - ზამბარ-დგუშიანი. (ინგ: Spring - ზამბარა)
• ე.წ. Gas Ram
• CO2 - შეკუმული ნახშირორჟანგი.
• ნიტრო ზამბარა - Nitro Piston
• PCP - Pre Charged Pneumatic. წინასწარ დატუმბული პნევმატიკა (მოიხსენიება ჰაერი).
• ნიტრო ზამბარა - Nitro Piston
• PCP - Pre Charged Pneumatic. წინასწარ დატუმბული პნევმატიკა (მოიხსენიება ჰაერი).
1) ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა - ყველაზე გავრცელებული და ადვილად ხელმისაწვდომი არამარტო საქართველოში. არის იაფი და მისი 4.5მმ ვერსია ადვილი საშოვნელია, არაა საჭირო გამოცდა და ბევრი ფორმალობა.
ზამბარ-დგუშიანის პრინციპი დამოკიდებულია რასაკვირველია ზამბარაზე. ამ ტიპის იარაღი იტენება "გადატეხვით". გადატეხვისას ჩვენ ვწევთ ლულას ქვემოთ, რასაც მოყვება მექანიზმში არსებულ რეზერვუარში ლილვის და მასთან ერთად ზამბარის შეკუმშვა. როცა ზამბარა იკუმშება, ლილვთან ერთად მასზე არსებული სარქველი კეტავს რეზერვუარს რომელშიც არის შეკუმშული ჰაერი, რომელსაც "უნდა გარეთ გამოსვლა". დამრტყმელი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, დამრტყმელი ნაწილი ურტყავს ლილვს, რომელიც მოძრაობს ახლა უკვე საპირისპირო მიმართულებით და სარქველი იხსნება, გამოდის ჰაერი რომლის ერთადერთი გარეთ გასვლის გზა არის ლულა და მასთან ერთად - ტყვია.
მინუსები - ისვრის ერთხელ, ჭირდება ფიზიკური დატვირთვა გადასატენად, აქვს დიდი ვიბრაცია რის გამოც შეუძლებელია მეტ-ნაკლებად მასზედ ოპტიკის დამაგრება ან ნებისმიერი სამიზნის. ვერ დატოვებ დატენილს რადგან შეკუმშული ზამბარა ფუჭდება, "ჯდება" და ხდება მოსუსტებული.
პლიუსები - იაფია, მარტივია მისი ექსპლუატაცია, გამძლეა (არ არის ნიტრო ზამბარასავით ფაქიზი)

ავტორის იმდროისთვის არსებული ზამბარ-დგუშიანი Hatsan Mod 90.
2) Gas Ram - იგივეა ზუსტად რაც ზდპ. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ შეკუმშული ჰაერის გაშვების შემდეგ, ეს ჰაერი ისევ უბრუნდება თავის ძველ პოზიციას და შესაძლებელია გავისროლოთ კიდევ რამდენიმეჯერ.
პლიუს/მინუსები აქვს იგივე რაც ზდპ-ს ერთი გამონაკლისით, ეს არის სროლის გამეორება.
3) ნახშირორჟანგზე მოქმედი იარაღები, როგორც წესი არის მეტად ცვეთადი, ნაკლებად ეფექტური, ხარჯიანი, ზამთარში გამოუსადეგარი რადგან კარგავს წნევას.
პრინციპი - შეკუშული ნახშირორჟანგი რომელიც მოთავსებულია 12გრამიან ბალონში, იდება იარაღში, ხოლო ტყვიების მიწოდება ხდება სხვადასხვა გზით. პრინციპი ისაა რომ ბალონიდან გამოშვებული ნახშირორჟანგის ნაკადი მიმართულია ლულისკენ სადაც მოთავსებულია ტყვია, ხოლო ამ ნაკადს ვაკონტროლებთ დამრტყმელი მექანიზმით, სასხლეტის გამოკვრისას იხსნება სარქველი რომელიც არაძლევდა საშუალებას აირის გამოსვლას, აირი გამოდის გარკვეული რაოდენობით და სარქველიც იკეტება, სარქველი რომ არ დაიკეტოს მთლიანი ბალონი დაიცლება 5-6 წამში.
აღნიშნული სისტემის მინუსი და სისუსტეა მასში გამოყენებული რეზინა, რომელიც CO2-ს შეუძლია მარტივად შეჭამოს და დაარღვიოს არსებული იზოლაცია.
პლიუსი - გამოიყენება ეარსოფტში და ხშირად ხმარობენ პისტოლეტებში, რადგან ამ აირით შესაძლებელია სროლის გამეორება.

ნახშირორჟანგზე მომუშავე შაშხანა. ფირმა SMK-ის მოდელი XS79.
პლიუსები - არის ჩუმი, ნაკლები ვიბრაციით, რაც გვაძლევს ფართო არჩევანს ოპტიკის დამაგრების საშუალების მხრივ, ასევე ზდპ-სგან განსხვავებით შეგვიძლია დატენილი დავტოვოთ.
ნიტრო ზამბარიანი Crosman-ის ფირმის Venom Dusk.
5) PCP - Pre Charged Pneumatic
ეს არის ყველაზე მოთხოვნადი, პრესტიჟული და სასიამოვნო რამ პნევმატიკის მოყვარულებში, მაგრამ მისი ფასი ცოტა არ იყოს ყველას აფერხებს. ამ ტიპის იარაღი მოქმედებს თითქმის ისევე, როგორც Co2 კარტიჯები. განსხვავება ისაა, რომ 12 გრამიანი რეზერვუარის მაგივრად გამოიყენება დიდი რეზერვუარი, რომლის სიგრძე ლულის სიგრძესაც შეიძლება აღემატებოდეს და დიამეტრი 7სმდე აღწევდეს, ანუ ეს ბალონი იტევს საკმაო ჰაერს რათა ერთი მჭიდი (10 ტყვია) გაგვასროლინოს საკმარისი სისწრაფით (300-400 მ/წმ და + ) და გამოვიყენოთ იგი სანადიროდ ან/და სხვა აქტივობებში.
პრინციპი იგივეა, უბრალოდ ვიღებთ დიდ რეზერვუარს, ვტუმბავთ ჩვეულებრივი ჰაერით და ხრახნით ვამაგრებთ იარაღზე. რაც შეეხება სროლას, მასში ზუსტად იგივე პროცედურა მიდის რაც co2 ის ტიპის იარაღებში.
პლიუსები - ძლიერია, ბევრჯერ სროლის საშუალებას იძლევა, არაქვს უკუცემა, ჩუმიa, იძლევა ოპტიკის ფართო არჩევანის დაყენების საშუალებას, აქვს ხელის ტუმბო რომლითაც შეგიძლიათ დატუმბოთ თქვენით რეზერვუარი (P.S. ხუმრობის გარეშე - მის დასატუმბად ნებისმიერ ვულკანიზაციაში, სადაც ჰაერის ჭავლს ხმარობენ საბურავის დასაბერად გამოგართმევენ მაქსიმუმ ალბათ 1 ლარს).
მინუსები - არის საკმაოდ ძვირი.
მინუსები - არის საკმაოდ ძვირი.
PCP სისტემის მქონე Benjamin Bulldog.
PCP-ს შევსების ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და იაფი მეთოდი ☺️
გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, ასევე არსებობს ცვლად ტუმბოიანი (Variable Pump), რომელიც პნევმატიკის კლასიკადაა მიჩნეული. მისი უპირატესობა სხვა სისტემებთან შედარებით, მისი ცვლადი ძალაა, რომელსაც მსროლელი გამოიმუშავებს და სიმძლავრე, მის გაბარიტებსა და სიმსუბუქესთან შედარებით. უფრო მარტივად, შეგიძლიათ თავადვე განსაზღვროთ რა დონის ძალა გჭირდებათ და იმისდამიხედვით დატუმბოთ. ყოველივე ეს შესაძლებელია ცევიოს (ტიბჟირის) ჩამოწევითა და თქვენს საწინააღმდეგოდ მიმართვით რამდენიმეჯერ. (რეკომენდირებულია 8-10 მიმართვა ოპტიმალური სიძლიერისთვის).
პლიუსები - იძლევა საშუალებას რეალურ დროში შეიცვალოს სიმძლავრე. საკმაოდ მძლავრია მისი გაბარიტებისა და სიმსუბუქესთან შედარებით.
მინუსები - მთავარი ნაკლი, როგორც მისი სანადიროდ გამოყენებისა არის თვითონ სისტემის მახასიათებელი, რადგან როგორც აღინიშნა, რამდენიმე მიმართვაა საჭირო დასატუმბად და არა ერთი როგორც ეს სტანდარტულადაა. მონადირეების გამოცდილებიდან გამომდინარე მიიჩნევა მოუქნელ დასატუმბად, მითუმეტეს თუკი ზედ ოპტიკა აყენია.
Benjamin-ის ცვლად ტუმბოიანი მოდელი 397.
2014 წელს, ამერიკულმა კომპანია Crossman-მა წარადგინა Nitro-ს ახალი თაობა - Nitro Piston 2, რომელიც ნიტრო სისტემის პირდაპირი გაგრძელებაა. აღნიშნულ სისტემაში ხმის, უკუცემისა და სიზუსტის გარდა, გაუმჯობესებულია კომპონენტები, რომლებიც ერთობრივად ზრდის სიჩქარეს. შემწყდარია კონტაქტი მეტალებს შორის და თვითონ ცილინდრი გაყოფილია, რათა შეწყვილებული იქნას საკისართან, ხოლო ეს უკანასკნელი მოთავსებულია ტაქტის ბოლოში, რაც თავისთავად გამორიცხავს ვიბრაციას. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში გარდა სროლისა, გადატენვისას საგრძნობლად შემცირებულ ძალას მოითხოვს.
ბოლოს კი, პნევმატიკა არის კარგი რამ სროლის სწავლებისთვის - Basic-ის გასაგებად. გართობის, ნადირობის და სპორტის კარგი საშუალება.