Saturday, October 20, 2018

პნევმატიკა - ისტორია და მოდიფიკაციები

იარაღის ხსენებისას ყველას სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აგონდება, ცეცხლსასროლის გარდა კიდევ არის ის სხვა იარაღები, რომლებიც არანაკლებ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებენ. შესაბამისად, ამჯერად ლაპარაკი იქნება პნევმატურ იარაღებზე.


სურათზე: ზამბარ-დგუშიანი Sig Sauer ASP20.

მსოფლიოში არსებული კალიბრებიდან (3მმ-დან 12.7მმ-მდე და ზემოთ) პნევმატიკაში გამოიყენება სამი კალიბრი: 4.5მმ, 5მმ, 5.5მმ. პირველ პნევმატიკურ იარაღამდე აბორიგენები იყენებდნენ ბამბუკის და სხვა ბუნებრივი მასალისგან გაკეთებულ მილებს, რომელშიც დებდნენ სატყორცნ მასალას (შხამიან ან/და წვეტიანი ქვებს, ისრებს და ა.შ.) და ჩაბერვის პრინციპით შემქნილ დიდი ჰაერის წნევით რომელიც წარმოიქმნებოდა წვრილ მილში, ისროდნენ ამ ე.წ "ტყვიას". რითაც, მოიპოვებდნენ საკვებს და თავიანთ უსაფრთხოებას. სწორედ ამ პრინციპმა შთააგონა იაპონელ მეიარაღე უნიტომო იკანსაის შეექმნა პირველი ანუ თანამედროვე "ჰაერის იარაღი" 1830 წელს. ხოლო მასზე ცნობები გვეუნება რომ იარაღი 1820-1830 წლებში მზადდებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ პნევმატური იარაღი გაცილებით ეფექტური იყო ომში. მას არ ქონდა ხმა, არ ჭირდებოდა დენთის ტენვა, არ ტოვებდა ბოლს და არ გათქვამდა მსროლელის პოზიციას, სწორედ ამის გამო, საფრანგეთს და ავსტრიას ყავდა სნაიპერთა დაჯგუფება რომელიც იყენებდა პნევმატურ შაშხანებს XVII საუკუნის მეორე ნახევარში. პნევმატური შაშხანა ცნობილ ლიუისის და კლარკის ექსპედიციაშიც ქონდათ, რომელიც ჩატარდა თანამედროვე ა.შ.შ.-ს ტერიტორიის ჩრდილო დასავლეთის გამოსაკვლევად. ამ კონკრეტულ მოდელს Girandoni ერქვა.

პნევმატური შაშხანა Girandoni.

დრო და დრო ამ ინსტრუმენტმა, რომელიც ჩვენში დღეს ბევრ მოგონებას და ემოციას იწვევს, მოიხვეჭა პოპულარობა და გახდა აუცილებელი ინსტრუმენტი რომელიც ჭირდებოდათ რეკრეაციისთვის, მცირე მღრღნელებისა და ფრინველების "კონტროლისთვის" (ინგლისურად Pest Control, რომელიც ნიშნავს მათ ხოცვას მცირე მასშტაბით რათა შემცირდეს პოპულაცია) შესაბამისად, ფირმამ სახელად W.F. Markham Co-მ 1888 წელს დააპატენტა პირველი პნევმატური იარაღი Challenger-ი რომელიც 73 ცენტად იყიდებოდა. 1928 წელს კი ეს ბიზნესი შეისყიდა ფირმამ Daisy-მ, რომლის ნაწარმი დღესაც გვხვდება თანამედროვე ბაზარზე.

პნევმატური შაშხანა Challenger-ი

მიზეზი, თუ რატომ დაკარგა პოპულარობა მილიტარისტულ სივრცეში ამ ტიპის იარაღმა იყო ის, რომ მისი პროდუქცია ძვირი ჯდებოდა. ხოლო მისი ექსპლუატაცია მოითხოვდა ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს ომის დროს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მაშინდელი პნევმატური იარაღის აგებულებიდან და მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე. იგი მოითხოვდა საკმაოდ დიდ ძალას გადასატენად. თანამედროვე ბაზარზე გვხვდება რამოდენიმე ტიპის პნევმატური იარაღი (ზამბარ-დგუშიანი, PCP - ანუ რეზერვუარით, CO2 გაზზე მომუშავე, ნიტრო-დგუშიანი და სხვა) რომლებიც ქვემოთ იქნება განხილული.

21-ე საუკუნეში ამ იარაღებმა საკმაოდ დიდ სიმაღლეებს მიაღწია, ბევრი კოლექციონერი, მონადირე ან უბრალოდ იარაღის მოყვარული თავის ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად ინახავს იმ პნევმატურ იარაღს რომლითაც მან პირველად გამოკრა სასხლეტს თითი და ნაბიჯი გადადგა იმ სფეროსკენ რომელზეც ახლა ჩვენ ვორიენტირდებით. მიღწეულ სიმაღლეებში კი იგულისხმება პოპულარობა სხვადახვა მიზეზის გამო, მაგალითად 2015 წელს ფირმა Benjamin-მა გამოუშვა .357 კალიბრის PCP სისტემაზე მომუშავე იარაღი, (სურათი მოცემულია დაბლა) რომელსაც შეუძლია შეაღწიოს ბიზონის კანში და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს. სწორედ ასეთი მაგალითების გამო გახდა პნევმატური იარაღი პოპულარული თანამედროვე სამყაროში. არაერთი ვიდეომასალაა სადაც პნევმატური იარაღებით კლავენ კურდღლებს, ციყვებს, სხვადასხვა ფრინველსა და ტახსაც კი. ამიტომ, ზოგი მონადირე ამჯობინებს ცოტა ხმაურის გარეშე მიიღოს სიამოვნება. 


მოდიფიკაციები

რაც შეეხება პნევმატური იარაღების სახეობებს, რომლებიც გვაქვს საქართველოს სამოქალაქო ბაზარზე, ესენია:

• ზდპ - ზამბარ-დგუშიანი. (ინგ: Spring - ზამბარა)
• ე.წ. Gas Ram 
• CO2 - შეკუმული ნახშირორჟანგი.
ნიტრო ზამბარა - Nitro Piston
• PCP - Pre Charged Pneumatic. წინასწარ დატუმბული პნევმატიკა (მოიხსენიება ჰაერი).

1) ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა - ყველაზე გავრცელებული და ადვილად ხელმისაწვდომი არამარტო საქართველოში. არის იაფი და მისი 4.5მმ ვერსია ადვილი საშოვნელია, არაა საჭირო გამოცდა და ბევრი ფორმალობა.

ზამბარ-დგუშიანის პრინციპი დამოკიდებულია რასაკვირველია ზამბარაზე. ამ ტიპის იარაღი იტენება "გადატეხვით". გადატეხვისას ჩვენ ვწევთ ლულას ქვემოთ, რასაც მოყვება მექანიზმში არსებულ რეზერვუარში ლილვის და მასთან ერთად ზამბარის შეკუმშვა. როცა ზამბარა იკუმშება, ლილვთან ერთად მასზე არსებული სარქველი კეტავს რეზერვუარს რომელშიც არის შეკუმშული ჰაერი, რომელსაც "უნდა გარეთ გამოსვლა". დამრტყმელი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, დამრტყმელი ნაწილი ურტყავს ლილვს, რომელიც მოძრაობს ახლა უკვე საპირისპირო მიმართულებით და სარქველი იხსნება, გამოდის ჰაერი რომლის ერთადერთი გარეთ გასვლის გზა არის ლულა და მასთან ერთად - ტყვია.

მინუსები - ისვრის ერთხელ, ჭირდება ფიზიკური დატვირთვა გადასატენად, აქვს დიდი ვიბრაცია რის გამოც შეუძლებელია მეტ-ნაკლებად მასზედ ოპტიკის დამაგრება ან ნებისმიერი სამიზნის. ვერ დატოვებ დატენილს რადგან შეკუმშული ზამბარა ფუჭდება, "ჯდება" და ხდება მოსუსტებული.
პლიუსები - იაფია, მარტივია მისი ექსპლუატაცია, გამძლეა (არ არის ნიტრო ზამბარასავით ფაქიზი)


ავტორის იმდროისთვის არსებული ზამბარ-დგუშიანი Hatsan Mod 90.

2) Gas Ram - გივეა ზუსტად რაც ზდპ. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ შეკუმშული ჰაერის გაშვების შემდეგ, ეს ჰაერი ისევ უბრუნდება თავის ძველ პოზიციას და შესაძლებელია გავისროლოთ კიდევ რამდენიმეჯერ.

პლიუს/მინუსები აქვს იგივე რაც ზდპ-ს ერთი გამონაკლისით, ეს არის სროლის გამეორება.

3) ნახშირორჟანგზე მოქმედი იარაღები, როგორც წესი არის მეტად ცვეთადი, ნაკლებად ეფექტური, ხარჯიანი, ზამთარში გამოუსადეგარი რადგან კარგავს წნევას.

პრინციპი - შეკუშული ნახშირორჟანგი რომელიც მოთავსებულია 12გრამიან ბალონში, იდება იარაღში, ხოლო ტყვიების მიწოდება ხდება სხვადასხვა გზით. პრინციპი ისაა რომ ბალონიდან გამოშვებული ნახშირორჟანგის ნაკადი მიმართულია ლულისკენ სადაც მოთავსებულია ტყვია, ხოლო ამ ნაკადს ვაკონტროლებთ დამრტყმელი მექანიზმით, სასხლეტის გამოკვრისას იხსნება სარქველი რომელიც არაძლევდა საშუალებას აირის გამოსვლას, აირი გამოდის გარკვეული რაოდენობით და სარქველიც იკეტება, სარქველი რომ არ დაიკეტოს მთლიანი ბალონი დაიცლება 5-6 წამში.


აღნიშნული სისტემის მინუსი და სისუსტეა მასში გამოყენებული რეზინა, რომელიც CO2-ს შეუძლია მარტივად შეჭამოს და დაარღვიოს არსებული იზოლაცია.

პლიუსი - გამოიყენება ეარსოფტში და ხშირად ხმარობენ პისტოლეტებში, რადგან ამ აირით შესაძლებელია სროლის გამეორება.


ნახშირორჟანგზე მომუშავე შაშხანა. ფირმა SMK-ის მოდელი XS79. 

4) ნიტრო ზამბარანიტრო ზამბარას ბევრი საერთო აქვს ზდპ-სთან, გარდა ერთი რამისა, მასში ზამბარის მაგივრად არის დგუში, რომელიც ამოვსებულია ე.წ. ნიტროგენით, ანუ იგივეა რაც მაგალითად შემცირებული ავტომობილის ამორტიზატორის დგუში (მეგობარი მიყვებოდა მის ნაცნობზე, რომელსაც თავისი ხელით აქვს გაკეთებული ნიტრო ზამბარაზე მომუშავე იარაღი, მანქანის საბარგულის დასახური დგუშისგან) და არ აქვს არანაირი ზამბარა. დატენვისას დგუში მოძრაობს უკან და კუმშავს ჰაერს და ადვილი მისახვედრია, რომ სასხლეტის ამოქმედებისას იგი თავისუფლდება და მიდის წინ, რაშიც ეხმარება დატუმბული ჰაერი + ნიტროგენი, შედეგად ვიღებთ მშვენიერ შაშხანას, მაგრამ იდეალური არაფერია და შესაბამისად ყველაფერს აქვს თავისი მინუსი.

პლიუსები - არის ჩუმი, ნაკლები ვიბრაციით, რაც გვაძლევს ფართო არჩევანს ოპტიკის დამაგრების საშუალების მხრივ, ასევე ზდპ-სგან განსხვავებით შეგვიძლია დატენილი დავტოვოთ.
მინუსები არის ფაქიზი ჭუჭყის და სხვა ნაწილაკების მიმართ.

ნიტრო ზამბარიანი Crosman-ის ფირმის Venom Dusk.

5) PCP - Pre Charged Pneumatic
ეს არის ყველაზე მოთხოვნადი, პრესტიჟული და სასიამოვნო რამ პნევმატიკის მოყვარულებში, მაგრამ მისი ფასი ცოტა არ იყოს ყველას აფერხებს. ამ ტიპის იარაღი მოქმედებს თითქმის ისევე, როგორც Co2 კარტიჯები. განსხვავება ისაა, რომ 12 გრამიანი რეზერვუარის მაგივრად გამოიყენება დიდი რეზერვუარი, რომლის სიგრძე ლულის სიგრძესაც შეიძლება აღემატებოდეს და დიამეტრი 7სმდე აღწევდეს, ანუ ეს ბალონი იტევს საკმაო ჰაერს რათა ერთი მჭიდი (10 ტყვია) გაგვასროლინოს საკმარისი სისწრაფით (300-400 მ/წმ და + ) და გამოვიყენოთ იგი სანადიროდ ან/და სხვა აქტივობებში.
პრინციპი იგივეა, უბრალოდ ვიღებთ დიდ რეზერვუარს, ვტუმბავთ ჩვეულებრივი ჰაერით და ხრახნით ვამაგრებთ იარაღზე. რაც შეეხება სროლას, მასში ზუსტად იგივე პროცედურა მიდის რაც co2 ის ტიპის იარაღებში. 

პლიუსები - ძლიერია, ბევრჯერ სროლის საშუალებას იძლევა, არაქვს უკუცემა, ჩუმიa, იძლევა ოპტიკის ფართო არჩევანის დაყენების საშუალებას, აქვს ხელის ტუმბო რომლითაც შეგიძლიათ დატუმბოთ თქვენით რეზერვუარი (P.S. ხუმრობის გარეშე - მის დასატუმბად ნებისმიერ ვულკანიზაციაში, სადაც ჰაერის ჭავლს ხმარობენ საბურავის დასაბერად გამოგართმევენ მაქსიმუმ ალბათ 1 ლარს).
მინუსები არის საკმაოდ ძვირი.

PCP სისტემის მქონე Benjamin Bulldog.


PCP-ს შევსების ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და იაფი მეთოდი ☺️

გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, ასევე არსებობს ცვლად ტუმბოიანი (Variable Pump), რომელიც პნევმატიკის კლასიკადაა მიჩნეული. მისი უპირატესობა სხვა სისტემებთან შედარებით, მისი ცვლადი ძალაა, რომელსაც მსროლელი გამოიმუშავებს და სიმძლავრე, მის გაბარიტებსა და სიმსუბუქესთან შედარებით. უფრო მარტივად, შეგიძლიათ თავადვე განსაზღვროთ რა დონის ძალა გჭირდებათ და იმისდამიხედვით დატუმბოთ. ყოველივე ეს შესაძლებელია ცევიოს (ტიბჟირის) ჩამოწევითა და თქვენს საწინააღმდეგოდ მიმართვით რამდენიმეჯერ. (რეკომენდირებულია 8-10 მიმართვა ოპტიმალური სიძლიერისთვის).

პლიუსები - იძლევა საშუალებას რეალურ დროში შეიცვალოს სიმძლავრე. საკმაოდ მძლავრია მისი გაბარიტებისა და სიმსუბუქესთან შედარებით.
მინუსები - მთავარი ნაკლი, როგორც მისი სანადიროდ გამოყენებისა არის თვითონ სისტემის მახასიათებელი, რადგან როგორც აღინიშნა, რამდენიმე მიმართვაა საჭირო დასატუმბად და არა ერთი როგორც ეს სტანდარტულადაა. მონადირეების გამოცდილებიდან გამომდინარე მიიჩნევა მოუქნელ დასატუმბად, მითუმეტეს თუკი ზედ ოპტიკა აყენია.

Benjamin-ის ცვლად ტუმბოიანი მოდელი 397.

2014 წელს, ამერიკულმა კომპანია Crossman-მა წარადგინა Nitro-ს ახალი თაობა - Nitro Piston 2, რომელიც ნიტრო სისტემის პირდაპირი გაგრძელებაა. აღნიშნულ სისტემაში ხმის, უკუცემისა და სიზუსტის გარდა, გაუმჯობესებულია კომპონენტები, რომლებიც ერთობრივად ზრდის სიჩქარეს. შემწყდარია კონტაქტი მეტალებს შორის და თვითონ ცილინდრი გაყოფილია, რათა შეწყვილებული იქნას საკისართან, ხოლო ეს უკანასკნელი მოთავსებულია ტაქტის ბოლოში, რაც თავისთავად გამორიცხავს ვიბრაციას. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში გარდა სროლისა, გადატენვისას საგრძნობლად შემცირებულ ძალას მოითხოვს.

ბოლოს კი, პნევმატიკა არის კარგი რამ სროლის სწავლებისთვის - Basic-ის გასაგებად. გართობის, ნადირობის და სპორტის კარგი საშუალება.

Monday, October 15, 2018

Spec Ops: The Line - პროლოგი

პირველ რიგში რითაც მინდა დავიწყო თემის გახსნა, არის ჩემი პატარა მიმოხილვა თამაშის შესახებ. პირველი და ყველაზე მთავარი რაც არის შესამჩნევი, იგი არანაირ გამოგონილ თუ "რეალურ-შესხვანაირებულ" სამყაროში არ ხდება. იგი ჩვენი დროის ათვლითაა და ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი "პეწია" ამ ყველაფრის. გარდა იმისა, თუ რეალურად რა იმალება ამ ყველაფრის უკან.. (ავტ. შენიშვნა)


6 თვით ადრე, სანამ უშუალოდ თამაში დაიწყება, გაერთიანებული ერების საამიროს ყველაზე დიდი ქვიშის შტორმი გადაუვლის მის ისტორიაში, რომელიც დუბაიდან დაიწყო. პოლიტიკოსებმა და წარჩინებულმა ელიტურმა საზოგადოებამ უხეშად რომ ვთქვათ დაიკიდეს არსებული სიტუაცია და უკვალოდ გაქრნენ. შესაბამისად, ქვეყანა დარჩა ბედის ანაბარა. ამ დროს, ავღანეთიდან ბრუნდება შეერთებული შტატების არმიის 33-ე ბატალიონი ზედმეტსახელად "დაწყევლილები", რომელსაც სახელგანთქმული ოფიცერი - პოლკოვნიკი ჯონ კონრადი მეთაურობს. პოლკოვნიკი ერთი შეხედვით მართლაც რომ უნაკლო პიროვნებაა, თუმცა ერთი საკმაოდ დიდი ნაკლი აქვს, რაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხება. კონკრეტულად კი ფარული პოსტ სტრამვული აშლილობა სტანჯავს. სახლისაკენ მიმავალ გზაზე შტორმმა კვლავ გაახსენა UAE-ს თავი და პოლკოვნიკმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა იქ დარჩენილ მოსახლეობას. ბატალიონში საკმაო რეპუტაციით სარგებლობდა, შესაბამისად მის დაქვემდებარებაში მყოფებიც სიამოვნებით დათახმდნენ. თუმცა, შტატებმა იმის მაგივრად, რომ მწვანე აენთო მისთვის, ქალაქის უმალვე დატოვება უბრძანა. პოლკოვნიკმაც არ დააყოვნა და მთლიან ბატალიონთან ერთად უკუაგდო ბრძანება და საერთო გადაწყვეტილებას მიყვა. როდესაც შტორმი უფრო გაძლიერდა და ასე ვთქვათ მილების იქეთ კედლები აღმართა, ყველანაირი სადაზვერვო სატელიტი, საკომუნიკაციო საშუალებები და საჰაერო გზა მოსპო. გადარჩა მხოლოდ იქ არსებული უმძლავრესი რადიო აპარატურა, რომელიც მუშაობდა შიდა რადიუსზე. ქაოსის დასარეგულირებლად, ბატალიონმა წესდება შეიმუშავა დაძალებით, რომელიც მოიცავდა 80 მილი/საათის ქარსა, არეულობასა და შემცირებულ რესურსების შუაში წესრიგის დამყარებას. ამავდროულად, მთელი ძალებით ცდილობდნენ მოსახლეობა რამენაირად გაეყვანათ, თუმცა როგორც ბოლო საკომუნიკაციო წყაროთი ჩანდა, მათ მიერ გაგზავნილი ქარავანი უკან არ დაბრუნდა. შესაბამისად, UAE-მ დუბაი უკაცრიელ ადგილად გამოაცხადა. ბატალიონმა ქალაქის ყოველი შემოსასვლელ-გასასვლელი შემოღობა, ხოლო შტატებმა ეს უკანასკნელი სახალხოდ მოღალატეებად ცნეს და არმიამ დეზერტირებად, არმიამ კი დეზერტირებად (Dishonorable discharge). საბოლოო ჯამში დუბაი ყველამ და ყველაფერმა მიივიწყა.

"მიწყნარების" პერიოდში, როდესაც ბატალიონი ხალხის გადარჩენით იყო დაკავებული, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ მოულოდნელად კონრადს მისი სამეთაურო ჯგუფის სამხედროები აუჯანყდებიან. ყოველივე ეს სრულმაშტაბიან აგრესიაში გადაიზრდება და ბატალიონს 2 ფრაქციად: განდეგილებად და დაწყევლილებად გაყოფს. სადაც დაწყევლილები მათ გაანადგურებენ და ქალაქში ყოველ განათების ბოძზე ჩამოკიდებენ იმ არსით, რომ სხვას იგივე აღარასდროს გაემეორებინა.

აღნიშნულ სურათში მყოფი ქმედება ასევე გვხვდება Apocalypse Now-ში, სადაც კაპიტანი ვილარდი პოლკოვნიკი კურცის სამყოფელს მიადგება. (ავტ. შენიშვნა)

ამავდროულად CIA-ს საიდუმლო მისიით შეყავს ჯგუფი კოდური სახელით: "ნაცრისფერი მელა" - სადაც არიან, აგენტები: თომას დენიელსი, რიკ გულდი, ბრაიან კასტავინი და ა.შ ჯეფ რიგზის მეთაურობით. რომელთა მიზანიცაა გადარჩენილების პოვნა. თუმცა, თუკი 33-ე მათ დახმარებას ეწეოდა, ესენი მათ გასანადგურებლად, რადგან თუკი გაიგებდნენ რა გააკეთა აღნიშნულმა ბატალიონმა დუბაიში, მთელი რეგიონი შტატებს გამოუცხადებდა ომს, სადაც იგი დამარცხდებოდა. შესაბამისად ზუსტად ამის შემაჩერებელი ძალა იყო CIA-ს აღნიშნული ჯგუფი, რომელიც აჯანყებულების მანიპულირებით 33-ე ბატალიონს ანადგურებდა ან/და დარჩენილი წყლის რეზერვუარის ქალაქიდან გატანით ან განადგურებით.  

Grey Fox-ის ცნობილი წევრები ბატალიონის დოსიეში.

თუმცა, ორი კვირით ადრე სანამ კამპანია დაიწყება, ამ ღმერთისგან მიტოვებული ადგილიდან გაისმა რადიო სიგნალი, რომელმაც რაღაცნაირად გააღწია შტორმის კედლების გარეთ. აღნიშნული მესიჯი მოიცავდა: "ლაპარაკობს პოლკოვნიკი ჯონ კონრადი, შეერთებული შტატების არმია. დუბაის ევაკუაციის მცდელობა დამთავრდა სრული.. მარცხით. დაღუპულთა რიცხვი ბევრია.. ძალიან ბევრი." რა თქმა უნდა, ეს მესიჯი შტატებამდეც მივიდა, სადაც არმია გადაწყვეტს მათი საუკეთესო ნაწილიდან - Delta Force-დან 3 კაცი გაგზავნოს დაზვერვით მისიაზე, რომელიც მოიცავს, რომ დაადასტუროს აღნიშნულმა ჯგუფმა კონრადის ან ნებისმიერი გადრჩენილის სტატუსი. ჯგუფში არიან: კაპიტანი მარტინ უოკერი (ჯგუფის მეთაური), ლეიტენანტი ალფონსო ადამსი (მეტყვიამფრქვევე) და სერჟანტი ჯონ ლუგო (ექიმი, მარკსმენი, ინჟინერი და მთარგმნელი).


მარცხნიდან მარჯვნივ: ლუგო, ადამსი და უოკერი ელოდებიან შტორმის გადასვლას.

ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტები

აღნიშნული სტატია ეკუთვნის ჩემ ერთ-ერთ კარგ მეგობარს, მომავალ ექიმს და მისი საქმის უბადლოდ მცოდნეს (ჩემი სუბიექტური აზრით), რომელიც ჟურნალ "არსენალმა" გამოაქვეყნა ამ თვის ნომერში. (ავტ. შენიშვნა)

ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი (პდპ) წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების ნივთების ნაკრებს, რომელსაც თითოეული მებრძოლი თან ატარებს ბრძოლის ველზე. სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ერთმანეთისაგან განსხვავებული პაკეტები გამოიყენება, მაგრამ მათი ამოცანა ძირითადად საერთოა, ბრძოლის ველზე დაღუპვის ყველაზე გავცელებული მიზეზების — ძლიერი სისხლდენისა და სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებების აღმოფხვრა. კარგად დაკომპლექტებულ და დროულად გამოყენებულ პირველადი დახმარების პაკეტს კი არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია ომების ისტორიაში.

ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი (IFAK)

არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის, არამედ ერთი ქვეყნის არმიის სხვადასხვა ნაწილებში მყოფი სამხედროების პდპ-ც შეიძლება განსხვავდებოდეს. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში შემავალი ორი ძირითადი კომპონენტი: საკუთრივ არმია და საზღვაო ქვეითთა კორპუსი.

არმიის, ისევე როგორც სხვა დანაყოფების, პდპ-მა დიდი გზა გაიარა, რომ თანამედროვე ეფექტური სახე მიეღო. დღეს ამერიკის არმია იყენებს IFAK II (improved first aid kit) -ს, თუმცა სანამ უშუალოდ მის აღწერაზე გადავალთ, უმჯობესია მისი წინამორბედებს, IFAK (IMPROVED first aid kit)-სა და IFAK (INDIVIDUAL first aid kit)-ს გავეცნოთ. ორი იდენტური სახელი შესაძლოა ბეჭდურ შეცდომას მიაწეროთ, მაგრამ ეს ორი აბრევიატურა ერთმანეთისგან ერთი სიტყვით განსხვავდება. ერაყში შეჭრამდე ამერიკის არმიამ შეიმუშავა ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი (individual first aid kit), რომლითაც მალევე აღჭურვა სამხედროთა შემადგენლობა. მასში შედიოდა: 1 ლახტი - არტერიული სისხლდენის შესაჩერებლად, 1 ჰემოსტატიკური სახვევი (Quickclot Combat gauze dressing) - გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად, 2 წყვილი ქირურგიული ხელთათმანი, 1 ცალი ცხვირ-ხახის (ნაზოფარინგეალური) მილი – სასუნთქი გზების გამავლობის აღსადგენად, 1 ცალი დახვეული ლეიკოპლასტირი – სახვევების დასამაგრებლად, საველე სახვევი – ჭრილობის შესახვევად და ელასტიური ბინტი – დამწოლი სახვევის დასაკეთებლად ან ჭრილობის შესახვევად. ყველა ნივთი ტყვიამფრქვევ SAW-ის 100-ვაზნიანი მჭიდისთვის განკუთვნილ პატარა ჩანთაში თავსდებოდა. დამზადდა დაახლოებით 900 000 ეგზემპლარი. 

მალევე შეიქმნა გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელსაც improved first aid kit ეწოდა. ის აღარ იდო ტყვიამფრქვევის სამჭიდეში, არამედ სპეციალურად მისთვის განკუთვნილ მცირე ზომის პატარა ჩანთაში, რომელიც ბევრად ეფექტური იყო გამოსაყენებლად ვიდრე მისი წინამორბედი. ნივთები თავსდებოდა მათთვის განკუთვნილ მცირე ზომის შეკვრაში, რომელიც ემაგრებოდა ძირითად ჩანთას წელვადი თოკით, რაც შესაძლებელს ხდიდა ყველა ნივთის ერთდროულად ამოღებას ძალიან მარტივად და ეფექტურ მანძილამდე ისე, რომ ისინი არ დაბნეულიყო და დაკარგულიყო. ჩანთაში შემავალი კომპონენტები იდენტურია წინა ვარიანტის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ელასტიური ბინტი შეიცვალა სამხედრო სახვევით israeli bandage, რომელსაც ისევ დამწოლი სახვევისა და ჭრილობის მფარავი ფუნქცია აქვს, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ელასტიური ბინტი და შესაძლებელია მისი ცალი ხელით ეფექტურად დადება. აღწერილია შემთხვევები, როდესაც მცირე და საშუალო ინტენსივობის არტერიული სისხლდენაც შეუჩერებია აღნიშნულ ნივთს. პაკეტიდან ამოიღეს ქვიქქლოთის ჰემოსტატიკური სახვევი და დაემატა H&H ფირმის კომპრესირებული სახვევი – გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად. შეიცვალა ლახტიც და ჩანაცვლდა CAT (combat application tourniquet) - ით, რომელიც ასევე დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც აშშ-ს, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა შეიარაღებულ ძალებში და საპოლიციო ქვედანაყოფებში. ტურნიკეტებს ასევე იყენებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და სახანძრო–სამაშველო დეპარტამენტებში მომუშავე პერსონალი.

2014 წლიდან დაიწყო IFAK-ის ჩანაცვლება განახლებული IFAK II-ით. რომლისთვისაც შეიქმნა ახალი MOLLE-ს უნივერსალურ სამაგრ სისტემასთან თავსებადი ახალი ჩანთა. ჩანთას აქვს რიგი უპირატესობები. მისი გახსნა შეიძლება ორი მხრიდან, რაც ამარტივებს შიდა პაკეტის ამოღებას, შიდა პაკეტი, წინა ვერსიის მსგავსად მიმაგრებულია ელასტიური თოკით ძირითად ჩანთაზე, მაგრამ თოკი საგრძნობლად გრძელია. ზემოაღნიშნული შესაძლებელს ხდის IFAK II-ის დამაგრებას ჯავშანჟილეტის ზურგზე ან საბრძოლო ქამრის უკანა მხარეს, სადაც როგორც წესი აღჭურვილობის მცირე ნაწილია მოთავსებული ან ჯავშნის შემთხვევაში სულაც ცარიელია(თუ არ ჩავთვლით ჰიდრატორს, რომელიც ხელს არ უშლის სამედიცინო ჩანთის დამაგრებას). ჩანთის შემადგენელ კომპონენტებშიც არის ცვლილებები. წინამორბედ ვერსიაში შემავალი კომპონენტები დარჩა ახალშიც, მაგრამ დაემატა რამდენიმ ახალი ნივთი. ერთი ლახტის (CAT) ნაცვლად ახალ ჩანთაში ორი დევს, რომელთაც თავიანთი მცირე ზომის ჩასადებები აქვთ (ასევე MOLLE სისტემაზე) ძირითად ჩანთაზე ან სხვა სასურველ ადგილას დასამაგრებლად. შემადგელობას დაემატა მარკერი და ბარათი, რომელშიც იწერება დეტალური ინფორმაცია დაშავებული სამხედროს შესახებ. მაგალითად, რა სახის დახმარება გაეწია დაშავებულს, რითი მოხდა დაზინება და ა.შ. სასუნთქი სისტემის დაზიანებისთვის, კერძოდ ღია პნევმოთორაქსის კონტროლისთვის კომპლექტს დაემატა მკერდის დრენაჟი ე.წ Chest Seal. მისი მეშვეობით შესაძლებელია პლევრის ღრუში არსებული ჰაერის გამოდევნა გარეთ (ერთი მიმართულებით). შეკვრაში დევს Hyfin-ის დრენაჟი, ასევე ცნობილია Asherman-ის დრენაჟი, Sam, უკრაინაში საკმაოდ პოპულარულია Halo-ს დრენაჟები. თვალის დაზიანებებისთვის პაკეტში დევს ე.წ თვალის ფარი (ინგ. Eye shield) , რომელიც წარმოადგენს მყარ, დახვრეტილ ჩაზნექილ ფირფიტას, რომელიც სახვევის მეშვეობით ედება თვალზე დამატებითი დაზიანებებისგან თავის ასაცილებლად. სიახლეა ასევე სპეციალური საჭრელი (ინგ. Strap cutter), რომლითაც შესაძლებელია სახვევების, ღვედებისა თუ სხვა მყარი და რთულად გასახევი ქსოვილებისა თუ ნივთების გადაჭრა. 2016 წლიდან ამერიკელ სამხედროერბის მე–6 თაობის ლახტს ეტაპობრივად ანაცვლებენ მე-7 თაობის ლახტით (CAT gen 7).

ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი II  (IFAK II)

არმიის მსგავსად, საზღვაო ქვეითთა კორპუსმა 2003 წლისთვის შეიმუშავა პირველადი დახმარების კომპლექტი, რომელიც დროთა განმავლობაში და დღემდე განიცდის ცვლილებებს. პაკეტს ეწოდება IFAK (INDIVIDUAL first aid kit) და დევს სპეციალურად მისთვის შექმნილ ჩანთაში (რეალურად ტყვიამფრქვევის 100 ვაზნიანი მჭიდის გადაკეთებული სამედიცინო ვერსიაა). თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საზღვაო ქვეითთა ინდივიდუალური აფთიაქი საკმაოდ ვრცელია, რაც კარგია, მაგრამ ამავდროულად მძიმე. იგი იყოფა ორ, ძირითად (The trauma kit components) და დამატებით ნაწილებად (Minor First Aid Kit Component). ძირითად ნაწილში შედის: Quickclot-ის ჰემოსტატიკური სახვევი, 2 ცალი TK4 tourni-kviw -ის ტიპის ლახტი, რომელიც ძირეულად განსხვავდება არმიის CAT-ისგან, თუმცა 2016 წლის ცვლილებების შემდეგ საზღვაო ქვეითთა კორპუსმაც,არმიის მსგავსად CAT-ის მე-7 თაობის ლახტების შესყიდვა დაიწყო. აქვე უნდა ითქვას, რომ TK4 ლახტები აფთიაქებში ჯერ კიდევ დარჩება. ძირითად ნაწილშია ასევე 2 ცალი H&H-ის H-ებრი დამწოლი სახვევი, რომელიც არმიის israeli bandage-ის ანალოგია. არმიის მსგავსად საზღვაო ქვეითთა პაკეტის ძირითად ნაწილში არის H&H ის ფირმის კომპრესირებული 2 სახვევი. განახლებულ ვერსიებში პაკეტი შეიცავს Bolin-ის დრენაჟს როგორც შემავალი ისე გამჭოლი ჭრილობებისთვის. .რაც შეეხება დამატებით ნაწილს, იგი ძირითადად მცირე დაზიანებებთან გასამკლავებლად გამოიყენება, მაგალითად: პაკეტშია 15 ცალისხვადასხვა ზომი წებოვანი სახვევი (ე.წ სანტავიკი) , 2 სამკუთხა სახვევი – გამოიყენება ამოვარდნილობების, ძირითად მხრის ამოვადნილობის დასაფიქსირებლად, სახვევების გასაკეთებლად, ასევე აქვს სხვადასხვა არა სამედიცინო დანიშნულებაც. დამატებით განყოფილება შეიცავს ასევე დამწვრობისთვის განკუთვნილ სახვევებს, ე.წ სამხედრო ექიმის სახვევს, რომლის დანიშნულებაც უკვე დადებული საფენებისა თუ სახვევების, ასევე მკერდზე დადებული დრენაჟის გასამაგრებლად გამოიყენება, პოვიდონ-იოდის ხსნარს ჭრილობების კიდეების გასაწმენდად (ხშირად ჭრილობებისაც), 8 ტაბლეტ ანტიბიოტიკ ბაციტრაცინს და ერთ 10 ტაბლეტიან შეკვრას წყლის გასაწმენდად. არმიის მსგავსად, ჩანთაში დაშავებულის ბარათიც დევს. აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც არმიის, ისე საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედროები ხშირად თავიანთი ინიციატივით ამატებენ ინდივიდუალურ აფთიაქს ბლაგვპირიან მაკრატლებს,რადგან ტანსაცმელი ან ეკიპირება ხელის შემშლელია ჭრილობის დათვალიერებისას, ხოლო ბლაგვპირიანი მაკრატლით მარტივია ტანსაცმლის გაჭრა კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანების გარეშე. არმიისგან განსხვავებით საზღვაო ქვეითთა პაკეტი ბევრად უფრო მრავლისმომცველია, რაც განპირობებულია საზღვაო ქვეითთა სპეციფიკური დანიშნულებით.

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი

აშშ-ს არმიის სამხედროები როდი არიან მხოლოდ თავიანთი ინდივიდუალური აფთიაქის იმედზე, დანაყოფების შემადგენლობაში ყოველთვის არიან სამხედრო ექიმები კოდური სახელწოდებით 68W (68 whiskey), რომლებიც 16-68 კვირიან(დამოკიდებულია კონკრეტულ სპეციალობაზე) ინტენსიურ მომზადებას გადიან სანამ უშუალოდ ბრძოლის ველზე გავლენ. მათ არა მხოლოდ პირადი აფთიაქი, არამედ მთლიანი სამედიცინო ჩანთა დააქვთ, რომელში შემავალი ნივთების ჩამონათვალი ხშირად ვარირებს და დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებაზე. ძირითადად ჩანთაში შედის გადასხსმისთვის აუცილებელი ეკიპირება როგორიცაა კათეტერები, ბეგები, სისტემები, ასევე სხვადასხვა ზომის ნემსები. სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის, მაგალითად პნევმოთორაქსისთვის მათ აქვთ Asherman-ის და არა მხოლოდ ამ ფირმის დრენაჟები, ასევე ვაზელინიანი სახვევები, რომლებიც ხშირად იმპროვიზირებულად გამოიყენებიან ღია პნევმოთორაქსის დროს. სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენისათვის ჩანთაშია ასევე ცხვირხახის მილები. საჭიროების შემთხვევაში დააქვთ სტეტოსკოპი, პულსოქსიმეტრი (მისი საშუალებით იზომება პულსი და ჟანგბადის დონე სისხლში) და ქირურგიულ ინსტრუმენტთა მცირე ნაკრები. მოტეხილობებისთვის და ამოვარნილობებისთვის ჩანთაშია Sam - ის არტაშნები და სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სამკუთხა, სახვევები. სისხლდენის კონტროლისთვის დამატებით ლახტებთან SOFT-თან (special operations forces tourniquet) და CAT-თან ერთად აქვთ ჰემოსტატიკური Quickclot–ის, Hemcon–ის და Celox-ის სახვევები. სამხედრო ექიმებს ბუნებრივია დააქვთ მედიკამენტებიც, მაგალითად: მორფინი, ანტიბიოტიკები, ეპინეფრინი, იბუპროფენი (ტკივილგამაყუჩებელი), ლოპერამიდი (ანტისაფაღარათე საშუალება) და სხვა.ძირითად კომპონენტებთან ერთად არის დიდი რაოდენობით დამხმარე საშუალებებიც როგორიცაა საფენები, წებოვანი ლენტები, ხელთათმანები, სახვევები, მაკრატლები თუ სხვა. ჩანთის შემადგენლობა ასევე დამოკიდებულია ექიმის მომზადებაზე და სპეციალობაზე, ზოგჯერ ისინი იმპროვიზაციასაც მიმართავენ და სტანდარტულ შემადგენლობას მისიის სპეციფიკიდან გამომდინარე ცვლიან, როგორც რაოდენობრივად ისე თვისობრივად. 

საქართველოში არსებული ვითარება განსხვავებულია თუნდაც ამერიკულისგან. უმჯობესი იქნება თუ განხილვას აფხაზეთის ომიდან დავიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებში საკმაოდ მაღალი ცოდნის გამოცდილი პროფესიონალები მუშაობდნენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შემთხვევათა უმეტესობაში დაჭრილების გამოყვანა დროულად ხდებოდა , ვითარება უშუალოდ ველზე პირველადი დახმარების მხრივ საკმაოდ მძიმე იყო. ამის ძირითად ორ მიზეზს არ ცოდნა და სამხედრო-სამედიცინო დანიშნულების ნივთების სიმცირე იყო, ფაქტობრივად არცერთ მებრძოლს ჰქონდა ინდივიდუალური სამედიცინო პაკეტი. თუმცა, საბჭოთა წარმოების რეზინის ლახტები დიდი რაოდენობით იყო და ყოველ მებრძოლს კონდახზე ჰქონდა დახვეული და იგი აფხაზეთის ომის ერთ-ერთ სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, ლახტს გარდა მებრძოლს ყველაზე მაქსიმუმ ბინტი შეიძლება ჰქონოდა თან ან რაიმე სახვევი, მხოლოდ ამ ნივთების წარმოადგენდა იმ დროინდელ „პირად აფთიაქს“. საჭირო ნივთების არ ქონის გამო ხშირად მებრძოლები იმპროვიზაციასაც მიმართავდნენ, მაგალითად ყოფილა შემთხვევა როდესაც დაჭრილ სამხედროს სისხლი თანამებრძოლმა თავისი საბრძოლო ქამრის აჭიმით შეუჩერა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მებრძოლი ღია პნევმოთორაქსის შედეგად დაიღუპა, რომლის გადარჩენის ალბათობა დღეს რამდენიმე ათეული პროცენტით მაღალია, თანაც სრულიან მარტივი მანიპულაციით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდიოდა ამერიკული სახვევები, რომლებიც ზოგჯერ მებრძოლთა გარკვეულ ნაწილსაც ურიგდებოდა ხოლმე. შემოსული სახვევები ძირითადად ძველი წარმოების იყო და მათ შორის, არც ისე მცირე ნაწილი დათარიღებული იყო 1942 წლით. 

2008 წლის კონფლიქტის დროსაც, მებრძოლებისთვის კონკრეტულად გაწერილი პირველადი დახმარების პაკეტები არ ყოფილა. თუმცა, სამხედროებს ჰქონდათ ხილაბანდები და საველე სახვევები. მოგეხსენებათ, რომ ექსტრემალურ ვითარებაში არათუ იმპროვიზირებული, არამედ ქარხნული წარმოების ლახტის დადებაც არ არის მარტივი საქმე და ხილაბანდით გაკეთებული იმპროვიზირებული ლახტის დადების შემთხვევათა უმეტესობაში იგი ეფექტურობით არ გამოირჩევა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, კერძოდ ავღანეთის მისიას, მივლინებაში მყოფ სამხედროებს აქვთ თავიანთი სამედიცინო პაკეტები, სადაც აუცილებლად შედის CAT ტურნიკეტი, H&H-ის H-ებრი დამწოლი სახვევი,შესახვევი მასალა და ლეიკოპლასტირი. 

სტატიის წაკითხვის შემდეგ მკითხველთა გარკვეულ ნაწილს თავიანთი პირველადი დახმარების პაკეტის გაკეთების სურვილი გაუჩნდება. პირველ რიგში გაიაზრეთ თუ როგორი ტიპის პირველადი დახმარების პაკეტი გნებავთ. არსებობს უამრავი სახის და დანიშნულების პაკეტი, სტატიაში განხილული იყო მებრძოლის აფთიაქი, არსებობს ასევე სალაშქრო, სამგზავრო, საოფისე, სპორტული და სხვა. სახის პაკეტები.ყველაფრის ინდივიდუალურ პატარა ჩანთაში ჩატევა შეუძლებელია, თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთთ ყველაფრის კომბინირებას, თქვენ მაშინ არა მცირე ზომის, არამედ საკმაოდ მოზრდილი ჩანთა დაგჭირდებათ, რომელიც არც ისე ცოტას იწონის. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სამედიცინო დანიშნულების ნივთების უმრავლესობა საკმაოდ ძვირია და სრულყოფილი ინდივიდუალური პაკეტის გაკეთება მეტნაკლებად ძვირი სიამოვნებაა. აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ პირადი აფთიაქის შევსებისას. 

• 1) არასდროს იყიდოთ სრული კომპლექტი. ასეთ დროს ხშირად დაზიანებული ან იაფასიანი ნივთი შეიძლება შეგრჩეთ ხელში.
• 2) იყიდეთ მხოლოდ ცნობილი ფირმის ნაწარმი და არ მოტყუვდეთ იაფფასიანი ფანდით, რასაც ხშირად მიმართავენ დაბალხარისხიანი კომპანიები. 
• 3) მიაქციეთ წარმოების და ვადის გასვლის თარიღს. თუმცა, დამეწრმუნეთ ვადაგასულ ლახტსა და საველე სახვევზე უარს არ იტყვით. 
• 4) გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტები ყუთების სახით არ გედებათ სამედიცინო პაკეტში, ის ან ფირფიტების ან ცალკეული ტაბლეტების სახით გექნებათ. ამის გამო ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შეცდომით იბუპროფენის მაგივრად იმოდიუმი არ მიიღოთ. 
• 5) პაკეტში შემავალი მედიკამენტების სია დაწერეთ ქაღალდზე და დააწერეთ მათ როგორც ვადის გასვლის თარიღი ასევე გამოყენების ინსტრუქცია. ასეთ შემთხვევაში სხვაც შეძლებს თქვენთვის (თუ თქვენ არ შეგეძლებათ თვითდახმარების ჩატარება) პირველადი დახმარების გაწევას. 
• 6) ბრმად ნუ ენდობით რჩევებს სხვადასხვა მედიკამენტისა თუ სამხედრო–სამედიცინო ნივთის შესახებ. თქვენ ინდივიდუალურ პაკეტში შეიტანეთ ის ნივთები, რომლებზეც ზუსტად გეცოდინებათ ,რომ გამოყენება შეგიძლიათ და მედიკამენტეის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ მათზე ალერგია არ გაქვთ. 
• 7) უმჯობესია თუ სამედიცინო პაკეტი მოთავსებული იქნება წყალგაუმტარ ჩანთაში და დანიშნული იქნება ჯვრით ან რაიმე წარწერით, რომელიც მიანიშნებს, რომ მასში სამედიცინო დანიშნულების ნივთები აწყვია.