სადღაც დაახლოებით 1 წლის უკან, ჭორების მიხედვით ბერეტას შვილობილი კომპანია - Beretta Defense Technologies (რომელიც აწარმოებს იარაღებს სამხედრო, სამართალდამცავებისა და ზოგადად სახელმწიფოების ინტერესებით) აპირებდა წარმოედგინა დაანონსებულ მოდელ Mx4 Storm-ის გარდა სხვა ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიც.
პარიზის 2017 წლის MILIPOL expro-ს გამოფენაზე ჭორები დადასტურდა და ბერეტამ ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი - Beretta PMX წარადგინა. აღნიშნული მოდელი ხელმისაწვდომი იქნება სამხედრო, სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. ისევე როგორც იტალიაში, ასევე ექსპორტზე. როგორც ამბობენ, იგი უკვე მოიაზრება კარაბინერების (იტალიის ჟანდარმერიის კორპუსი) Beretta PM-12S და PM-12S2-ის შემცვლელად.
გაუმჯობესებულია უამრავი რამ: დაწყებული პრაქტიკულობით, მობილურობით, კოსმეტიკით, ტექნიკური მახასიათებლებით და ერგონომიკით, თუკი შევადარებთ B&T P26, Beretta PM-12-სა და Mx4-ს, აღნიშნული მოდელებთან შედარებით უფრო თანამედროვე მასალებითაა შექმნილი, მაგალითად: რესივერი ალუმინისაა, ხოლო ლოუერი პოლიმერის. შემუშავებულია ისე, რომ იყოს მრავალფეროვანი და საიმედო იარაღი პოლიციისათვის, VIP დაცვისთვის და ტაქტიკური ოპერაციებისთვის.
დაკეცილი კონდახით 418 მილიმეტრია, გაშლილით 482. ისევე როგორც ლოუერი, კონდახიც პოლიმერისგანაა შექმნილი, რომელიც დაკეცვის შემთხვევაში მარჯვნივ იკეცება. ალტერნატიული თვალსაზრისით შესაძლებელია ტელესკოპური კონდახის დაყენებაც.
Beretta PMX არჩევადი ცეცხლის, დახურულ საკეტიანი, ბლოუბექ ოპერატიული იარაღია. საკეტი დამზადებულია მაღალი გამძლეობის ფოლადით და მოიცავს ორმაგ დამაბრუნებელ ზამბარას საიმედოობისთვის.
სროლის ტემპი 800 - 900 გასროლა წუთში ავტომატურ რეჟიმში. დახურული საკეტი უზრუნველყოფს მის უფრო დაცულ გადატანას დამუხტულ მდგომარეობაში ვიდრე PM12-S-ის ღია საკეტი,
მკვებავი სისტემა შედგება პოლიმერისგან დამზადებული სწორ ხაზოვანი სავაზნე კოლოფისგან, რომელიც ტევადობით 30 ვაზნიანია და გათვლილია 9 მილიმეტრიან ლუგერზე. აღნიშნული მჭიდი შესაძლებლობას იძლევა ვაზნების დათვლისა და ბოლო ვაზნის სროლის შემდეგ შეყენებულ (ღია) მდგომარეობაში დატოვოს საკეტი. წონა 2,5 კილოგრამია დამუხტულ მდგომარეობაში, რაც 1,3 კგ-ით ნაკლებია მის წინამორბედ M12-ზე.
გააჩნია სპეციალურად დამუშავებული ფოლადის 17.5 სანტიმეტრიანი ლულა 1:9 ტვისტზე და 3 არხიანი ფიქსატორი ხმის სუპრესორისთვის. კორპუსზე არსებულ მეტალის ზედაპირს გააჩნია კოროზიის საწინააღმდეგო დამუშავება.
ექსტერიერის მხრივ არჩევადი ცეცხლის სელექტორი ორივე მხარესაა, ისევე როგორც მჭიდის ჩამომგდები ღილაკი და ჩამოსაკიდი ქამრის საკიდები, MIL-STD 1913 ტიპის პიკატინის რელსი რა თქმა უნდა ოთხივე მხარეს. რომელიც უზრუნველყოფს COTS ან MOTS ოპტიკურ სამიზნის, ლაზერის და მისთანის დამაგრებას.