Thursday, November 30, 2017

სისტემა I.I.F.S

IIFS (Individual Integrated Fighting System - ინდივიდუალური ინტეგრირებული საბრძოლო სისტემა) შეიქმნა 1988 წელს, როგორც ALICE-ის შესაძლო შემცვლელი.

სისტემა თავისმხრივ ნაწილობრივ ცვლის მოძველებულ სამხრეს, აჭიმებს და ქამარს, ახალი ტაქტიკური ე.წ Vest-ით. (თითქმის ჟილეტია რომ ვთქვათ) ხოლო ეს ჟილეტი ამ სისტემის უმთავრესი ნაწილია, რასაც TLBV (Tactical Load bearing Vest - ტაქტიკური ტვირთის სატარებელი ჟილეტი) ქვია. ხოლო შემდგომს ETLBV (Enchanced Tactical Load Bearing Vest).

თავდაპირველად სისტემა Natick Laboratories-მა შტატების ზღვის ლომებისთვის შექმნა, რომლებიც ვიეტნამში იყვნენ. ახალი სისტემით ისინი შეეცადნენ გაეუმჯობესებინათ წონის გადანაწილება სხეულზე და ჩაენაცვლებინათ იმდროინდელი სისტემა რომელიც მოიცავდა: აჭიმებს, ქამარს და მათზე დატანილ ფოუჩებს. შემუშავებული იყო ისე, რომ ყოველივე ამ ჩამოთვლილის გამოყენება შეიძლებოდა მასზე ჩვეულებრივ. მაგალითად: აჭიმები იხსნებოდა და ქამარი ფოუჩებითურთ კეთდება ჟილეტის დაბლა.

რეალურად სისტემა მოიცავს: ქამარს, ამუნიციისა და ტაქტიკურ (tactical load) ჟილეტს, საიერიშო და საპატრულო ჩანთას.

ქამარი - ნებისმიერი. იქნება ეს Blackhawk, G.I (ALICE-ს რაც აქვს) თუ ა.შ. ყველა ამ ტიპის გამოყენებადია.


• ჟილეტი - კევლარის ვებზე მიკერებულია 4 მუდმივი (არ ძვრება) AR-15ის მჭიდების და 2 M67 ხელყუმბარის ფოუჩი და D ტიპის პლასმასები, რომელზეც შეიძლება მაგალითად Butt pack-ის მიმაგრება. კამუფლირებული მასალები 7 უნციის (უდრის 28.6 გრამს) მქონე ნეილონის მასალითაა დამზადებული. კონკრეტული ჟილეტი საერთო ჯამში იწონის 0.8 კგს


მეორე ჟილეტიც იგივე ნეილონითაა დამზადებული თუმცა 0.9 კგს უდრის. შაშხანის მჭიდების მაგივრად აქვს 18 მუდმივი ფოუჩი, სადაც შეიძლება მოთავსდეს 4 პიროტექნიკისა და 14 M203 ან M79 ტიპის ყუმბარტყორცნის ყუმბარები. ორივე ტიპის ჟილეტს გააჩნია სწრაფი მოხსნის რეჟიმი.


• საველე ჩანთა - მართალია, იგი "ძველი სკოლის" მეტ-ნაკლები წარმომადგენელია მაგრამ დიდად განსხვავებული არ არის "თანამედროვე სკოლისაგან" მისი თავისებურებებიდან გამომდინარე. ALICE-ს სისტემის შესწავლისა და გამოყენების შემდეგ დაიწყეს ფიქრი უკეთესი ჩანთის შექმნაზე. ყოველივე ამან ჩამოაყალიბა ასე ვთქვათ "სტანდარტები", რომლითაც დღეს ჩანთების უმეტესობა მზადდება. პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი იყო CFP - 90, (მეორენაირად Combat Field Pack M-1990) რომელიც ამ სტანდარტებით აღიჭურვა. წინა ჩანთებისგან განსხვავებით, მისი უპირატესობა უკეთესი კომფორტის გარანტი იყო. რასაც მასში გამოყენებული შიდა ჩარჩო განაპირობებს პირველ რიგში, შემდეგ ბი-ლამინირებული ქაფისგან შექმნილი სამხრეები და შუაში არსებული იგივე მასალის ე.წ "მსუნთქავი სარბილე". მაგალითისთვის ელისის უპირატესობა თუკი გამძლეობაა, CFP-ს უპირატესობა მისი საკიდი სისტემაა. უფრო კარგად რომ გაიგოთ, ამ ჩანთის მორგებაზე პრობლემა არც პატარა და არც დიდი ტანის ადამიანს არ ექნება, რადგან მისი სამხრეები სიღრმისეულ რეგულირებას მოიცავს. ასევე მის დროს გამოჩნდა მკერდზე არსებული ჩამკეტი, რომელიც დღეს სტანდარტია. ზემოთხსენებული უპირატესობების გარდა, გააჩნია 2 განყოფილება: 1. მთავარი სათავსო. 2. საძილეს. ეს უკანასკნელნი ერთმანეთისგან იყოფიან ელვა შესაკრავით. მთლიანი ლიტრაჟობა 65-69 ლიტრია (ამას დამატებული სამი გარე ჯიბე) საპატრულო ჩანთის გარეშე, ხოლო საპატრულო ჩანთით 88. წინა მხარე მთლიანად დაფარულია ALICE-ს სისტემის PALS-ით. თუკი შეგვიძლია მისი კარგი თვისებებით ვთქვათ რომ კარგია, ასევე შეგვიძლია ვთქვათ ცუდიც, (თუმცა კარგი უფრო მეტი აქვს) რაც მის წონაში გამოიხატება. იგი 3.6 კილოს იწონის ცარიელ მდგომარეობაში, რაც ბევრია. ყოველივე ეს კი 8.0 უნცია ნეილონის დამსახურებაა.

საველე ჩანთის გარდა სისტემა მოიცავს საპატრულო ჩანთასაც (არ ვიცი რატომ ქვია ამას საპატრულო მისი ზომებიდან გამომდინარე, უფრო საიერიშოა) რომელიც 19 ლიტრი ტევადობისაა და ისევე როგორც  მთავარ ჩანთას, მასაც 2 განყოფილება აქვს, რომელსაც ზურგისაკენ გააჩნია "დამცავი", ბასრი ან მძიმე ნივთებისგან. სხვადასხვა ეკიპირების გარდა შესაძლებელია რადიოს ჩადებაც. მისი ტარება შესაძლებელია როგორც ცალკე (მაგალითად ყველაზე კარგი, რადიო ოპერატორისთვის), ან როგორც ILBE-ს სისტემაზეა, მაგრდება მთავარ ჩანთაზე ანდაც ზემოთხსენებულ ჟილეტებზე.


ჩანთის კვლევის დროს ფორუმებზე ვაწყდებოდი უშუალო ვეტერანების საუბრებსაც, მაგალითისთვის ერთ ერთი ამბობდა, რომ როდესაც იგი შეიტანეს არმიაში ყველა აღტაცებით შეხვდა. ეს არც არის გასაკვირი, იგი მის წინამორბედთან შედარებით 10 თავით უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა საქმეში, როდესაც იგი გამოიყენეს მთლად ისეთი ეფექტიც ვერ ანახა. რადგან როდესაც წყლის სავარჯიშოები ქონდათ და ამოვიდნენ იმდენად დამძიმდა, რომ სამხრეები დაწყდა. როგორც გავიგე Airborne ხალხს ყველაზე კარგად გამოდგომია.

ფასებს რაც შეეხება მერყევია. საველე ჩანთა ყველაზე იაფი $64 ღირს, საშუალო ფასი $100-120+ -ია, საპატრულოსი $30-50+.

ზოგადად ამის მოდიფიკაციები არ არის ხოლმე. პირიქით, ამას ხსნიან სამხრეს და ALICE LBE-ს უყენებენ, უკეთესი წონის გადანაწილების გამო.