Military Assistance Command, Vietnam - Studies and Observations Group იგივე (MACV-SOG) აშშ-ს ზესაიდუმლო (რომლის არსებობასაც უარყოფდა), მულტისერვისირებული სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფი, რომელიც ატარებდა არასტანდარტულ საბრძოლო ამოცანებს მტრის ზურგში ოფიციალურად ჩაბმამდე და შემდეგომ ვიეტნამის კონფლიქტში.
შეიქმნა 1964 წლის 24 იანვარს როგორც სადაზვერვო ამოცანების შემსრულებელი ქვედანაყოფი, რომელიც მოქმედებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში. გარდა ამისა, მათ ამოცანაში შედიოდა მტრის მიერ შეპყრობილი ტყვეების, ჩამოვარდნილი პილოტებისა და დატყვევებული სამხედროების გათავისუფლება და აწარმოებდა საიდუმლო აგენტურათა ჯგუფით ფსიქოლოგიურ ომს. ძირითადად ჩამოყალიბებული იყო არმიის სპეციალური ძალებით (Army Special Forces) , ზღვის ლომებით (Navy Seals), საჰაერო ძალებით (Air Force), ცენტრალური დაზვერვის სააგენტოთი (CIA) და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მზვერავთა ელემენტებით (Marine Force Recon).
სპეციალური ოპერაციების ჯგუფები კონტროლირდებოდა SACSA-ს (Special assistant for Counterinsurgency and SpecialAcativities) მიერ პენტაგონიდან. ასეთი სისტემატიზაციის ქონა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც SOG-ს სჭირდებოდა ჩამონათვალი MACV-ს ორგანიზაციის მაგიდაზე და ფაქტი, რომ მათი მეთაური, გენერალ ვილიამ ვესთმორლენდს, არ გააჩნდა უფლებამოსილება ეხელმძღვანელა ოპერაციებისთვის სამხრეთ ვიეტნამის გარეთ. ყოველივე ეს ბრძანებულება საბოლოო ჯამში SACSA-ს მტკიცე კონტროლის უფლებას აძლევდა (პრეზიდენტის დონის). ორგანიზაციის მიზანი ასეთი იყო:
"განეიტრალებინათ შევიწროების გაძლიერება, ყურადღების გადამტანი დარტყმები, პოლიტიკური ზეწოლა, ტყვეების დაჭერა, ფიზიკური დესტრუქცია, დაზვერვის მოპოვება, პროპაგანდის გაჩენა და რესურსების გადახრა სამხრეთ ვიეტნამის წინააღმდეგ."
ოპერაციები მიზანმიმართული იყო ძალისხმიერად ჩაეცხროთ ჩრდილოეთ ვიეტნამის ხელშეწყობა ე.წ ვიეტკონგისთვის და მათი თავდებობა კომუნისტური ამბოხებების მიმართ სამხრეთ ვიეტნამში. მსგავსი ოპერაციები თავდაპირველად CIA-ს არეალში იყო, რომელიც განაგებდა აგენტურ ჯგუფებს ჩრდილოეთ ვიეტნამში Air Drop-თა და საბრძოლო გემების შეყვანით. ხოლო შემდგომ თავდაცვის მინისტრის რობერტ მაკნამარას დაჟინებული მოთხოვნით, ყველანაირი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მსგავს ან სხვა აგენტურ ნახევრად-სამხედრო ოპერაციებს, გადაყვანილი იქნა მთლიან სამხედრო ოპერაციებში. თუმცა, ყოველივე ამის შეცვლა არათუ ვიეტნამში არამედ კუბაში Bay of Pig-ის დაპყრობისას მოხერხდა.
თავდაპირველ SOG-ის მეთაურს პოლკოვნიკ კლაიდ რასელს გააჩნდა სირთულე ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით, რათა განეხორციელებინა ოპერაციები იმ დროს, როდესაც სპეციალური ძალები არ იყვნენ მზად შესრულებისთვის. როდესაც მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა პარტიზანული ოპერაციები მტრის ზურგში სტანდარტული ძალების წინააღმდეგ. არათუ აგენტურა, საზღვაო ან ფსიქოლოგიური ოპერაციები. რასელი ვარაუდობდა, რომ ორგანიზაციის მთლიანი ფუნქციონირების პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა და ამით CIA-ს დაანახებდა სამხედრო ძალების საჭიროებას ყველანაირ კონფლიქტში. თუმცა, მისი მოლოდინები არასწორი აღმოჩნდა რადგან სამხრეთ ვიეტნამელების დახმარება SOG-ის უმთავრეს ამოცანად ჩამოყალიბდა. რის გამოც, მისი "ასლი" ორგანიზაციის დაბოლოვებაც საბოლოოდ STD-ით (Strategic Technical Directorate) შეიცვალა.
ნელი და მერყევი დაწყების შემდეგ, ქვედანაყოფმა შეძლო მისი ოპერაციების განხორციელება. თავდაპირველად მოიცავდა CIA აგენტის "გაწურვას", სამხრეთ ვიეტნამელების წვრთნას პარაშუტით ხტომაში (თუმცა უმეტესად მათ იჭერდნენ) და საზღვაო ოპერაციებს ჩრდილოეთის საზღვრებთან. თუმცა ამ ოპერაციებმა მოლოდინები არ გაამართლა, რის შემდეგადაც ჩამოყალიბდა ისეთად, როგორსაც დღეს ვაწყდებით ისტორიაში.
ქვედანაყოფს მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, Gulf of Tonkin incident-ის ჩათვლით (რამაც შემდგომ გაზარდა ამერიკის მონაწილეობა და ჩაბმა ვიეტნამის კონფლიქტში), Steel Tiger, Tiger Hound, Tet Offensive, Commando Hunt, Cambodian Campaign, Lam son 719 და Easter Offensive. ქვედანაყოფი ოფიციალურად დაიშალა და შეიცვალა Strategic Technical Directorate Assistance Team 158-ით 1972 წლის 1 მაისს.
ქვედანაყოფს მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, Gulf of Tonkin incident-ის ჩათვლით (რამაც შემდგომ გაზარდა ამერიკის მონაწილეობა და ჩაბმა ვიეტნამის კონფლიქტში), Steel Tiger, Tiger Hound, Tet Offensive, Commando Hunt, Cambodian Campaign, Lam son 719 და Easter Offensive. ქვედანაყოფი ოფიციალურად დაიშალა და შეიცვალა Strategic Technical Directorate Assistance Team 158-ით 1972 წლის 1 მაისს.
საბოლოოდ, ქვედანაყოფმა ზესაიდუმლოს სტატუსი 1980 წლამდე შეინარჩუნა.