Friday, December 8, 2017

Beretta PMX: ახალი იტალიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

სადღაც დაახლოებით 1 წლის უკან, ჭორების მიხედვით ბერეტას შვილობილი კომპანია - Beretta Defense Technologies (რომელიც აწარმოებს იარაღებს სამხედრო, სამართალდამცავებისა და ზოგადად სახელმწიფოების ინტერესებით) აპირებდა  წარმოედგინა დაანონსებულ მოდელ Mx4 Storm-ის გარდა სხვა ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიც. 


პარიზის 2017 წლის MILIPOL expro-ს გამოფენაზე ჭორები დადასტურდა და ბერეტამ ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი - Beretta PMX წარადგინა. აღნიშნული მოდელი ხელმისაწვდომი იქნება სამხედრო, სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. ისევე როგორც იტალიაში, ასევე ექსპორტზე. როგორც ამბობენ, იგი უკვე მოიაზრება კარაბინერების (იტალიის ჟანდარმერიის კორპუსი) Beretta PM-12S და PM-12S2-ის შემცვლელად.


გაუმჯობესებულია უამრავი რამ: დაწყებული პრაქტიკულობით, მობილურობით, კოსმეტიკით, ტექნიკური მახასიათებლებით და ერგონომიკით, თუკი შევადარებთ B&T P26, Beretta PM-12-სა და Mx4-ს, აღნიშნული მოდელებთან შედარებით უფრო თანამედროვე მასალებითაა შექმნილი, მაგალითად: რესივერი ალუმინისაა, ხოლო ლოუერი პოლიმერის. შემუშავებულია ისე, რომ იყოს მრავალფეროვანი და საიმედო იარაღი პოლიციისათვის, VIP დაცვისთვის და ტაქტიკური ოპერაციებისთვის.


დაკეცილი კონდახით 418 მილიმეტრია, გაშლილით 482. ისევე როგორც ლოუერი, კონდახიც პოლიმერისგანაა შექმნილი, რომელიც დაკეცვის შემთხვევაში მარჯვნივ იკეცება. ალტერნატიული თვალსაზრისით შესაძლებელია ტელესკოპური კონდახის დაყენებაც. 

Beretta PMX არჩევადი ცეცხლის, დახურულ საკეტიანი, ბლოუბექ ოპერატიული იარაღია. საკეტი დამზადებულია მაღალი გამძლეობის ფოლადით და მოიცავს ორმაგ დამაბრუნებელ ზამბარას საიმედოობისთვის.


სროლის ტემპი 800 - 900 გასროლა წუთში ავტომატურ რეჟიმში. დახურული საკეტი უზრუნველყოფს მის უფრო დაცულ გადატანას დამუხტულ მდგომარეობაში ვიდრე PM12-S-ის ღია საკეტი,


მკვებავი სისტემა შედგება პოლიმერისგან დამზადებული სწორ ხაზოვანი სავაზნე კოლოფისგან, რომელიც ტევადობით 30 ვაზნიანია და გათვლილია 9 მილიმეტრიან ლუგერზე. აღნიშნული მჭიდი შესაძლებლობას იძლევა ვაზნების დათვლისა და ბოლო ვაზნის სროლის შემდეგ შეყენებულ (ღია) მდგომარეობაში დატოვოს საკეტი. წონა 2,5 კილოგრამია დამუხტულ მდგომარეობაში, რაც 1,3 კგ-ით ნაკლებია მის წინამორბედ M12-ზე.

გააჩნია სპეციალურად დამუშავებული ფოლადის 17.5 სანტიმეტრიანი ლულა 1:9 ტვისტზე და 3 არხიანი ფიქსატორი ხმის სუპრესორისთვის. კორპუსზე არსებულ მეტალის ზედაპირს გააჩნია კოროზიის საწინააღმდეგო დამუშავება.

ექსტერიერის მხრივ არჩევადი ცეცხლის სელექტორი ორივე მხარესაა, ისევე როგორც მჭიდის ჩამომგდები ღილაკი და ჩამოსაკიდი ქამრის საკიდები, MIL-STD 1913 ტიპის პიკატინის რელსი რა თქმა უნდა ოთხივე მხარეს. რომელიც უზრუნველყოფს COTS ან MOTS ოპტიკურ სამიზნის, ლაზერის და მისთანის დამაგრებას.

Thursday, November 30, 2017

სისტემა I.I.F.S

IIFS (Individual Integrated Fighting System - ინდივიდუალური ინტეგრირებული საბრძოლო სისტემა) შეიქმნა 1988 წელს, როგორც ALICE-ის შესაძლო შემცვლელი.

სისტემა თავისმხრივ ნაწილობრივ ცვლის მოძველებულ სამხრეს, აჭიმებს და ქამარს, ახალი ტაქტიკური ე.წ Vest-ით. (თითქმის ჟილეტია რომ ვთქვათ) ხოლო ეს ჟილეტი ამ სისტემის უმთავრესი ნაწილია, რასაც TLBV (Tactical Load bearing Vest - ტაქტიკური ტვირთის სატარებელი ჟილეტი) ქვია. ხოლო შემდგომს ETLBV (Enchanced Tactical Load Bearing Vest).

თავდაპირველად სისტემა Natick Laboratories-მა შტატების ზღვის ლომებისთვის შექმნა, რომლებიც ვიეტნამში იყვნენ. ახალი სისტემით ისინი შეეცადნენ გაეუმჯობესებინათ წონის გადანაწილება სხეულზე და ჩაენაცვლებინათ იმდროინდელი სისტემა რომელიც მოიცავდა: აჭიმებს, ქამარს და მათზე დატანილ ფოუჩებს. შემუშავებული იყო ისე, რომ ყოველივე ამ ჩამოთვლილის გამოყენება შეიძლებოდა მასზე ჩვეულებრივ. მაგალითად: აჭიმები იხსნებოდა და ქამარი ფოუჩებითურთ კეთდება ჟილეტის დაბლა.

რეალურად სისტემა მოიცავს: ქამარს, ამუნიციისა და ტაქტიკურ (tactical load) ჟილეტს, საიერიშო და საპატრულო ჩანთას.

ქამარი - ნებისმიერი. იქნება ეს Blackhawk, G.I (ALICE-ს რაც აქვს) თუ ა.შ. ყველა ამ ტიპის გამოყენებადია.


• ჟილეტი - კევლარის ვებზე მიკერებულია 4 მუდმივი (არ ძვრება) AR-15ის მჭიდების და 2 M67 ხელყუმბარის ფოუჩი და D ტიპის პლასმასები, რომელზეც შეიძლება მაგალითად Butt pack-ის მიმაგრება. კამუფლირებული მასალები 7 უნციის (უდრის 28.6 გრამს) მქონე ნეილონის მასალითაა დამზადებული. კონკრეტული ჟილეტი საერთო ჯამში იწონის 0.8 კგს


მეორე ჟილეტიც იგივე ნეილონითაა დამზადებული თუმცა 0.9 კგს უდრის. შაშხანის მჭიდების მაგივრად აქვს 18 მუდმივი ფოუჩი, სადაც შეიძლება მოთავსდეს 4 პიროტექნიკისა და 14 M203 ან M79 ტიპის ყუმბარტყორცნის ყუმბარები. ორივე ტიპის ჟილეტს გააჩნია სწრაფი მოხსნის რეჟიმი.


• საველე ჩანთა - მართალია, იგი "ძველი სკოლის" მეტ-ნაკლები წარმომადგენელია მაგრამ დიდად განსხვავებული არ არის "თანამედროვე სკოლისაგან" მისი თავისებურებებიდან გამომდინარე. ALICE-ს სისტემის შესწავლისა და გამოყენების შემდეგ დაიწყეს ფიქრი უკეთესი ჩანთის შექმნაზე. ყოველივე ამან ჩამოაყალიბა ასე ვთქვათ "სტანდარტები", რომლითაც დღეს ჩანთების უმეტესობა მზადდება. პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი იყო CFP - 90, (მეორენაირად Combat Field Pack M-1990) რომელიც ამ სტანდარტებით აღიჭურვა. წინა ჩანთებისგან განსხვავებით, მისი უპირატესობა უკეთესი კომფორტის გარანტი იყო. რასაც მასში გამოყენებული შიდა ჩარჩო განაპირობებს პირველ რიგში, შემდეგ ბი-ლამინირებული ქაფისგან შექმნილი სამხრეები და შუაში არსებული იგივე მასალის ე.წ "მსუნთქავი სარბილე". მაგალითისთვის ელისის უპირატესობა თუკი გამძლეობაა, CFP-ს უპირატესობა მისი საკიდი სისტემაა. უფრო კარგად რომ გაიგოთ, ამ ჩანთის მორგებაზე პრობლემა არც პატარა და არც დიდი ტანის ადამიანს არ ექნება, რადგან მისი სამხრეები სიღრმისეულ რეგულირებას მოიცავს. ასევე მის დროს გამოჩნდა მკერდზე არსებული ჩამკეტი, რომელიც დღეს სტანდარტია. ზემოთხსენებული უპირატესობების გარდა, გააჩნია 2 განყოფილება: 1. მთავარი სათავსო. 2. საძილეს. ეს უკანასკნელნი ერთმანეთისგან იყოფიან ელვა შესაკრავით. მთლიანი ლიტრაჟობა 65-69 ლიტრია (ამას დამატებული სამი გარე ჯიბე) საპატრულო ჩანთის გარეშე, ხოლო საპატრულო ჩანთით 88. წინა მხარე მთლიანად დაფარულია ALICE-ს სისტემის PALS-ით. თუკი შეგვიძლია მისი კარგი თვისებებით ვთქვათ რომ კარგია, ასევე შეგვიძლია ვთქვათ ცუდიც, (თუმცა კარგი უფრო მეტი აქვს) რაც მის წონაში გამოიხატება. იგი 3.6 კილოს იწონის ცარიელ მდგომარეობაში, რაც ბევრია. ყოველივე ეს კი 8.0 უნცია ნეილონის დამსახურებაა.

საველე ჩანთის გარდა სისტემა მოიცავს საპატრულო ჩანთასაც (არ ვიცი რატომ ქვია ამას საპატრულო მისი ზომებიდან გამომდინარე, უფრო საიერიშოა) რომელიც 19 ლიტრი ტევადობისაა და ისევე როგორც  მთავარ ჩანთას, მასაც 2 განყოფილება აქვს, რომელსაც ზურგისაკენ გააჩნია "დამცავი", ბასრი ან მძიმე ნივთებისგან. სხვადასხვა ეკიპირების გარდა შესაძლებელია რადიოს ჩადებაც. მისი ტარება შესაძლებელია როგორც ცალკე (მაგალითად ყველაზე კარგი, რადიო ოპერატორისთვის), ან როგორც ILBE-ს სისტემაზეა, მაგრდება მთავარ ჩანთაზე ანდაც ზემოთხსენებულ ჟილეტებზე.


ჩანთის კვლევის დროს ფორუმებზე ვაწყდებოდი უშუალო ვეტერანების საუბრებსაც, მაგალითისთვის ერთ ერთი ამბობდა, რომ როდესაც იგი შეიტანეს არმიაში ყველა აღტაცებით შეხვდა. ეს არც არის გასაკვირი, იგი მის წინამორბედთან შედარებით 10 თავით უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა საქმეში, როდესაც იგი გამოიყენეს მთლად ისეთი ეფექტიც ვერ ანახა. რადგან როდესაც წყლის სავარჯიშოები ქონდათ და ამოვიდნენ იმდენად დამძიმდა, რომ სამხრეები დაწყდა. როგორც გავიგე Airborne ხალხს ყველაზე კარგად გამოდგომია.

ფასებს რაც შეეხება მერყევია. საველე ჩანთა ყველაზე იაფი $64 ღირს, საშუალო ფასი $100-120+ -ია, საპატრულოსი $30-50+.

ზოგადად ამის მოდიფიკაციები არ არის ხოლმე. პირიქით, ამას ხსნიან სამხრეს და ALICE LBE-ს უყენებენ, უკეთესი წონის გადანაწილების გამო.

Friday, April 21, 2017

MACV-SOG - ამერიკის ზესაიდუმლო ქვედანაყოფი


Military Assistance Command, Vietnam - Studies and Observations Group იგივე (MACV-SOG) აშშ-ს ზესაიდუმლო (რომლის არსებობასაც უარყოფდა), მულტისერვისირებული სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფი, რომელიც ატარებდა არასტანდარტულ საბრძოლო ამოცანებს მტრის ზურგში ოფიციალურად ჩაბმამდე და შემდეგომ ვიეტნამის კონფლიქტში.

შეიქმნა 1964 წლის 24 იანვარს როგორც სადაზვერვო ამოცანების შემსრულებელი ქვედანაყოფი, რომელიც მოქმედებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში. გარდა ამისა, მათ ამოცანაში შედიოდა მტრის მიერ შეპყრობილი ტყვეების, ჩამოვარდნილი პილოტებისა და დატყვევებული სამხედროების გათავისუფლება და აწარმოებდა საიდუმლო აგენტურათა ჯგუფით ფსიქოლოგიურ ომს. ძირითადად ჩამოყალიბებული იყო არმიის სპეციალური ძალებით (Army Special Forces) , ზღვის ლომებით (Navy Seals), საჰაერო ძალებით (Air Force),  ცენტრალური დაზვერვის სააგენტოთი (CIA) და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მზვერავთა ელემენტებით (Marine Force Recon).

სპეციალური ოპერაციების ჯგუფები კონტროლირდებოდა SACSA-ს (Special assistant for Counterinsurgency and SpecialAcativities) მიერ პენტაგონიდან. ასეთი სისტემატიზაციის ქონა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც SOG-ს სჭირდებოდა ჩამონათვალი MACV-ს ორგანიზაციის მაგიდაზე და ფაქტი, რომ მათი მეთაური, გენერალ ვილიამ ვესთმორლენდს, არ გააჩნდა უფლებამოსილება ეხელმძღვანელა ოპერაციებისთვის სამხრეთ ვიეტნამის გარეთ. ყოველივე ეს ბრძანებულება საბოლოო ჯამში SACSA-ს მტკიცე კონტროლის უფლებას აძლევდა (პრეზიდენტის დონის). ორგანიზაციის მიზანი ასეთი იყო:

"განეიტრალებინათ შევიწროების გაძლიერება, ყურადღების გადამტანი დარტყმები, პოლიტიკური ზეწოლა, ტყვეების დაჭერა, ფიზიკური დესტრუქცია, დაზვერვის მოპოვება, პროპაგანდის გაჩენა და რესურსების გადახრა სამხრეთ ვიეტნამის წინააღმდეგ."

ოპერაციები მიზანმიმართული იყო ძალისხმიერად ჩაეცხროთ ჩრდილოეთ ვიეტნამის ხელშეწყობა ე.წ ვიეტკონგისთვის და მათი თავდებობა კომუნისტური ამბოხებების მიმართ სამხრეთ ვიეტნამში. მსგავსი ოპერაციები თავდაპირველად CIA-ს არეალში იყო, რომელიც განაგებდა აგენტურ ჯგუფებს ჩრდილოეთ ვიეტნამში Air Drop-თა და საბრძოლო გემების შეყვანით. ხოლო შემდგომ თავდაცვის მინისტრის რობერტ მაკნამარას დაჟინებული მოთხოვნით, ყველანაირი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მსგავს ან სხვა აგენტურ ნახევრად-სამხედრო ოპერაციებს, გადაყვანილი იქნა მთლიან სამხედრო ოპერაციებში. თუმცა, ყოველივე ამის შეცვლა არათუ ვიეტნამში არამედ კუბაში Bay of Pig-ის დაპყრობისას მოხერხდა.

თავდაპირველ SOG-ის მეთაურს პოლკოვნიკ კლაიდ რასელს გააჩნდა სირთულე ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით, რათა განეხორციელებინა ოპერაციები იმ დროს, როდესაც სპეციალური ძალები არ იყვნენ მზად შესრულებისთვის. როდესაც მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა პარტიზანული ოპერაციები მტრის ზურგში სტანდარტული ძალების წინააღმდეგ. არათუ აგენტურა, საზღვაო ან ფსიქოლოგიური ოპერაციები. რასელი ვარაუდობდა, რომ ორგანიზაციის მთლიანი ფუნქციონირების პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა და ამით CIA-ს დაანახებდა სამხედრო ძალების საჭიროებას ყველანაირ კონფლიქტში. თუმცა, მისი მოლოდინები არასწორი აღმოჩნდა რადგან სამხრეთ ვიეტნამელების დახმარება SOG-ის უმთავრეს ამოცანად ჩამოყალიბდა. რის გამოც, მისი "ასლი" ორგანიზაციის დაბოლოვებაც საბოლოოდ STD-ით (Strategic Technical Directorate) შეიცვალა.

ნელი და მერყევი დაწყების შემდეგ, ქვედანაყოფმა შეძლო მისი ოპერაციების განხორციელება. თავდაპირველად მოიცავდა CIA აგენტის "გაწურვას", სამხრეთ ვიეტნამელების წვრთნას პარაშუტით ხტომაში (თუმცა უმეტესად მათ იჭერდნენ) და საზღვაო ოპერაციებს ჩრდილოეთის საზღვრებთან. თუმცა ამ ოპერაციებმა მოლოდინები არ გაამართლა, რის შემდეგადაც ჩამოყალიბდა ისეთად, როგორსაც დღეს ვაწყდებით ისტორიაში.

ქვედანაყოფს მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, Gulf of Tonkin incident-ის ჩათვლით (რამაც შემდგომ გაზარდა ამერიკის მონაწილეობა და ჩაბმა ვიეტნამის კონფლიქტში), Steel Tiger, Tiger Hound, Tet Offensive, Commando Hunt, Cambodian Campaign, Lam son 719 და Easter Offensive. ქვედანაყოფი ოფიციალურად დაიშალა და შეიცვალა Strategic Technical Directorate Assistance Team 158-ით 1972 წლის 1 მაისს.

საბოლოოდ, ქვედანაყოფმა ზესაიდუმლოს სტატუსი 1980 წლამდე შეინარჩუნა.

Monday, January 30, 2017

სიზუსტე მისი მეორე სახელი იყო - კარლოს ჰეჩკოკი


დღეს მოგიყვებით ლეგენდარულ სნაიპერსა და განერ სერჟანტზე კარლოს ჰეჩკოკზე - ჭეშმარიტ ვიეტნამის კონფლიქტის გმირზე და უდაოდ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ლეგენდაზე, თავისივე საგმირო საქმეების გამო სამხრეთ აზიაში.

ოფიციალურად დადასტურებული 93 მკვლელობით და ასევე შეფასებული გვამების დათვლით 300-400 შორის, მას დაშინებული ყავდა ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია და ვიეტ კონგი.

დაიბადა 1942 წლის 20 მაისს ლითლ როკში, არკანზასის შტატში. მშობლების გაშორების შემდეგ ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად სადაც ოჯახის გამოკვების მიზნით ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ნადირობა. ასეთი დამოკიდებულება კი ნათესავებთან სტუმრობისას ჩამოუყალიბდა მისისიპიში. როგორც იხსენებენ, წაიყვანდა ხოლმე ძაღლს ტყეში და წარმოსახვით ვითომ იაპონელებზე ნადირობდა მამამისის მაუზერით რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან წამოიღო. რატომ იაპონელები? ალბათ გაგიჩნდათ კითხვა. იმიტომ რომ იგი ოცნებოდა საზღვაო ქვეითთა კორპუსში მოხვედრაზე. ისინი კი იაპონელებთან ბრძოლით იყვნენ დაკავებებული იმ დროს. ნადირობდა ასევე .22 კალიბრის მქონე J.C Higgins-ით. ხოლო ვიეტნამში მსახურის დროს იყენებდა Winchester model 70 სნაიპერულ შაშხანას.

1959 წლის 20 მაისს, დაბადების დღესვე 17 წლის ასაკში ჩაეწერა საზღვაო ქვეითთა კორპუსში (1 დივიზია) და დაქორწინდა ჯო ვინსტედზე კორპუსის დაბადების დღეზე, 1962 წელს 10 ნოემბერს.

ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის გმირმა ალვინ იორკმა, კარლოსმაც თავადვე ისწავლა სროლა პატარაობისას. ადრეული ასაკიდანვე გაცნობილი იყო სამხედრო მენტალიტეტს და ყოველივე ამან განაპირობა მისი ოცნება მოხვედრილიყო სამხედრო საქმიანობაში და როგორც მაღლა ავღნიშნე, როდესაც 17 წელი შეუსრულდა საზღვაო ქვეითთა კორპუსში ჩაეწერა. ხოლო როდესაც 23-ის იყო, "Wimbledon Cup-ის" პრესტიჟული ჩემპიონატიც კი მოიგო "Camp Perry-ში" 1965 წელს.


საწყის ეტაპზე განაწილდა ვიეტნამში როგორც სამხედრო პოლიცია მაგრამ მალევე კაპიტანმა ედვარდ ჯეიმსმა უბიძგა საზღვაო ქვეითებს აეყვანათ ყოველ ოცეულში რეკრუტები, რომლებსაც ქონდათ უმაღლესი შედეგი ზუსტსროლაში - კარლო ზუსტად ამის მაგალითი გახლდათ.

ვიეტნამის კონფლიქტის დროს, მკვლელობა უნდა დადასტურებულიყო მესამე პირის მიერ რომელიც ოფიცერი უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე სნაიპერის მეწყვილეს არ შეეძლო ამ მესამე პირის მოვალეობის შესრულება. ყოველივე ამან განაპირობა ისე, რომ სნაიპერებს იმაზე დაბალი დადასტურებული მკვლელობა ქონდათ ვიდრე რეალურად ყავდათ მოკლული.

კარლოსი შესანიშნავად იყენებდა მისი მეტოქეების სისუსტეს, ეს ასე ვთქვათ თანდაყოლილი ნიჭი იყო. ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, რომ იგი იწყებდა შეტევას ადრე და შემდგომ დღის ბოლოს.

"დილაობით, კარგი საღამოს მერე გამოდიან, იცინიან, ეწევიან, ერთობიან" ზუსტად ეს დრო იყო მისი რჩეული შესატევად. "როდესაც ღამით ბრუნდებოდნენ უკან, დაღლილნი, ყურადღებას აღარ აქცევდნენ დეტალებს" - იხსენებს იგი.

როგორც იხსენებდა, მისი საუკეთესო მომენტი იყო როდესაც გააგზავნეს ჩრდილოეთ ვიეტნამელი გენერლის მოსაკლავად. მისთვის ეს ისეთი საოცარი იყო, რომ 4 დღე და 3 ღამე ძილისა და საკვების გარეშე ედევნებოდა მის ხალხს. უფრო ზუსტად, 3 დღე დაჭირდა 2 კილომეტრის გასახოხად ველზე.

დიდი წვალების შემდეგ როდესაც მიაღწია კარგ პოზიციას 700 იარდის (640 მეტრი) სიშორედან აუღელვებლად გაანეიტრალა გენერალი. იგი იმდენად სიღრმისეულად იყო მათთან რომ უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის 3 დღე დასჭირდა რათა მათ არ შეემჩნიათ.

როგორც ლენდი აღწერს: "კარლოსი გარემოს ნაწილი გახდა". "იგი სრულიად შეერწყა გარემოს. გააჩნდა მოთმინება, მიზანი და გაბედულობა საქმის გასაკეთებლად. თავს ძლიერად გრძნობდა როდესაც საზღვაო ქვეითთა სიცოცხლეს იცავდა".


თავის ცნობილ მკვლელობებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული (როგორც თვითონ ამბობს) ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის ოცეულის ლიდერის ცნობილი როგორც აპაჩის განეიტრალება იყო. რომელსაც უყვარდა ამერიკელი სამხედროების წამება და აქედან გამომდინარეა კარლოსისგან ასეთი განსაკუთრებული "დამოკიდებულებაც" მისდამი.

ერთ დღესაც აპაჩიმ დაიჭირა ერთ-ერთი რიგითი და სადისტურად აწამა თანაც ისე, რომ კარლოსის პირად შემადგენლობას ესმოდა. ქუთუთოები მოაჭრა სანამ ხელის ფრჩხილებს ამოუღებდა და კასტაციას ჩაუტარებდა. ხოლო ამის შემდეგ გაუშვა.

ყოველივე ამან, კარლოს გადააწყვეტინა წაეყვანა მეწყვილე და დადევნებოდა აპაჩსა და მის ოცეულს. როდესაც ქალმა (აპაჩი ქალი იყო) სვლა შეანელა და მოსაშარდად ჩაიცუცქა კარლოსმაც არ დააყოვნა და გამოიყენა მისი შანსი. ასევე მეორედაც კი ესროლა დარწმუნებისთვის.

მისი ოსტატობისა და დადგენილი გვამების რაოდენობით, ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ 30.000 დოლარი დააწესა ჯილდოდ მისი მოკვლისთვის, როდესაც ჩვეულებრივ 2.000 დოლარი იყო ხოლმე სნაიპერებზე.

როდესაც ვერაფერი მოუხერხეს, ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ გაგზავნა თავისი საუკეთესო კაცი, ცნობილი როგორც კობრა. რომელზეც კარლოსი ამბობს: "ძალიან ეშმაკი და ჭკვიანი იყოო" "თითქმის ისევე ახლოს იყო როგორც მე... მაგრამ საბოლოოდ არავინ იყო ასეთი კარგი".


კარლოსი და კობრა ერთმანეთთან გარშემორტყმულნი იყვნენ - კობრამ გასროლა მოასწრო, რომელიც პარტნიორის მათარას მოხვდა, სწორედ ამის შემდეგ მას აღარ უხილავს მზე.

კობრას ოპტიკის მზის სხივი მოხვდა ლინზას უეცრად, კარლოსმა დაინახა და ისროლა. ტყვია პირდაპირ ოპტიკაში შევიდა და კობრას თვალში მოხვდა.

საერთო ჯამში, ყოველივე ეს შესაძლებელი იქნებოდა თუკი კობრა ანულებდა კარლოსზე და გაისროლა პირველმა.

კარლოსის ვიეტნამში მოღვაწეობა 1969 წლის 16 სექტემბერს დასრულდა, როდესაც მისი ჯავშანმანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღზე აფეთქდა. შვიდი საზღვაო ქვეითის გადარჩენის შემდეგ კარლოსმა სხეულის 40%იანი დამწვრობა მიიღო (ზოგ ადგილას 3 ხარისხის), რამაც მისი კარიერა როგორც სნაიპერის დაასრულდა. მაგრამ ყოველივე ამას არ შეუჩერებია იგი, რომ ახალი თაობის სნაიპერები მოემზადებინა საზღვაო ქვეითთა სნაიპერის სკოლაში კუანტიკოში. ჯამრთელობის გაუარესებისა და კონკრეტულად სკლეროზის გამო, იგი თადარიგში გადავიდა და გააგრძელა პოლიციისა და სამხედრო დანაყოფების წვრთნა.

ამ საგმირო საქმების შედეგად, Springfield Armory-ის სნაიპერულ შაშხანას M25 (M21-ის მოდერნიზაცია) დაერქვა მისი ზედმეტსახელი "თეთრი ბუმბული" რომელიც ყოველთვის ქუდში ქონდა ხოლმე.


ასევე მას ეკუთვნის 1967 წელს შესრულებული ყველაზე ზუსტი შორმსროლი სნაიპერული გასროლა M2 ტიპის ტყვიამფრქვევიდან 2.500 იარდზე (2286 მეტრი). (რატომ სნაიპერული არ ვიცი მაგრამ ყოველშემთხვევაში ასე აწერენ მას)


მიღებული აქვს ვერცხლის ვარსკვლავი, საზღვაო ფლოტის ქების მედალი, მეწამული გული, შესრულების მედალი, კარგი ყოფაქცევის მედალი, ეროვნული დაცვის მედალი, ვიეტნამის სამსახურეობრივი მედალი, თავდადების ჯვარი და ვიეტნამის ომის მედალი.

აქვს დანაწერი წიგნი " White Feather: Carlos Hathcock, USMC Scout Sniper"
ასევე ჩარლზ ჰენდერსონმა მიუძღვნა წიგნი "Marine Sniper: 93 Confirmed Kills".


გარდაიცვალა 1999 წლის 22 თებერვალს ვირჯინია ბიჩში სკლეროზის მიზეზით.


და ბოლოს, იგი იყო საუკეთესო სნაიპერი რომელიც ვიეტნამს ოდესმე ჰყოლია.