პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩრდილო ვიეტნამურ არმიას ან ვიეტ კონგ პარტიზანებს არ შეეძლოთ აშშ-ს ძალებთან პირდაპირი დაპირისპირება ვიეტნამის კონფლიქტის დროს - ვერც ცოდნაში და ვერც საცეცხლე საშუალებაში.
აქედან გამომდინარე დაიწყეს ხაფანგების შექმნა ბუჩქებისგან, აწყობილი ჯოხებისგან რომელსაც იყენებდნენ სამფეხასთვის (Tripod), ასევე უკან დახევისას სვეტებისგან, ყუმბარებარებისგან, მავთულხლართებისგან და რელიქვიებისგან. რათა ამერიკელებს დაბრკოლებები შექმნოდათ, რაც საბოლოოდ მათ დაჭრიდა ან მოკლავდა.
1. პუნჯის სვეტები
პუნჯის სვეტები იყო 1 მეტრამდე სიღრმის ორმოში ჩარჭობილი წაწვეტებული ბამბუკის სვეტები, ხშირად შარდით, ნალექით ან სხვა ნივთიერებით გაჯერებული რათა მსხვერპლი დაინფიცირებულიყო. ზემოდან კი თხელი ფიცარი ქონდა გადაფარებული.
2. ორმოს გველები
პარტიზანები ხშირად ატარებდნენ ე.წ "ბამბუკის ორმოს გველგესლას" თავიანთ ჩანთებში იმ იმედით, რომ მოეკლათ ვინც კი მათ ჩანთას გაჩხრეკდა. ასევე მალავდნენ გვირაბებში ე.წ "გვირაბის ვირთხების" გამო (გვირაბის ვირთხები ეწოდებოდა ამერიკელებს, რომლებიც ვიეტ კონგთა გვირაბებში ჩადიოდნენ). გველს ეწოდა "სამ-ეტაპიანი გველი" რადგან სამი ეტაპი იყო შესაძლებელი სანამ მისი შხამი მოკლავდა მსხვერპლს. ამერიკელებმა ამის გამო მათი "გვირაბის ვირთხები" სპეციალურად გადაამზადეს რათა მათი დროული აღმოეჩინა და ლიკვიდაცია მოეხდინათ.
3. ყუმბარა კონსევრში
2 კონსერვის ქილა დამაგრებულია ხეზე, სადაც ყუმბარის დამცველი მოხსნილია და ჩამონტაჟებული ქილებში, რასაც საბოლოო ჯამში ერთმანეთს მავთული აერთიანებს. როდესაც მავთული გამოიკვრებოდა, კონსერვებიდან ყუმბარები ვარდებოდა, რაც მომენტალურ აფეთქებას იწვევდა.
4. ფეთქებადი დროშები
ჩრდ. ვიეტნამის არმიამ და ვიეტ კონგმა კარგად იცოდნენ თუ როგორ უყვარდათ ამერიკელებს მტრის დროშის დაპყრობა. აქედან გამომდინარე ისინი შეგნებულად ტოვებდნენ ბაზას ან ადგილს, სადაც დროშა იყო. ხოლო რაც შეეხება დროშას, დაკავშირებული ქონდათ ასაფეთქებელთან. როდესაც ამერიკელები დროშას იღებდნენ ასაფეთქებელი მოქმედებაში მოდიოდა. მაგრამ ძირითადად ამერიკელები მაინც ასრულებდნენ თავიანთ მიზანს დანაკარგის გარეშე. (დაუმუღამეს ასე ვთქვათ)
5. ვაზნა მახე
ალბათ ყველაზე საშინელი რაც კი მოუფიქრებიათ, რადგან მისი შემჩნევა ურთულესი იყო. ვაზნა ჩამონტაჟებული იყო ბამბუკის ნაწილში, ხოლო ბამბუკი პატარა ორმოში. მის დაბლა კი პატარა დაფა და ლურსმანი იყო.
მოქმედების პრინციპი ასეთია: როდესაც ვინმე დაადგამდა ფეხს ლურსმანი ჩაერჭობოდა ცილინდრში, რაც ვაზნის გააქტიურებას გამოიწვევდა და მსხვერპლს ესროდა ფეხში.
6. ბამბუკის მათრახი
წაწვეტებული ბამბუკის კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც გააჩნდა წვეტები სვეტზე. სვეტი გამოქაჩული იყო უკან ნაკეცში და დამჭერი დაკავშირებული იყო მავთულთან. როდესაც მავთული მოქმედებაში მოვიდოდა, დამჭერი "გაუშვებდა" წვეტიან სვეტებს სამხედროს მკერდში 160 კმ/სთ სიჩქარით.
7. კვერთხი
კიდევ ერთი მავთულიანი მახე, იყო 60 სანტიმეტრიანი რკინის ან ხის ბურთი, რომელსაც გააჩნდა წაწვეტებული სვეტები, რაც ჯამში 18 კილოგრამი იყო. თუკი მსხვერპლი მას "გადაეყრებოდა" მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.
8. ვეფხვის ზოლები
იგი კვერთხის და პუნჯის სვეტების მსგავსი იყო, ღრმა მიწაში ჩამაგრებული სვეტები გადაფარებული ფიცრით რომლის დაბიჯების შემთხვევაში მსხვერპლი ვარდებოდა და ესობოდა სვეტებს. აქაც, მსხვერპლის გადარჩენა შეუძლებელი იყო.